გივი მიქანაძე: ჩვენი გადაწყვეტილებით, წლების შემდეგ ღვაწლმოსილი პედაგოგი სკოლას დაუბრუნდება და მას ექნება შესაძლებლობა, ბავშვების გარემოცვაში ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხანდაზმულთა თავშესაფარს ეწვია და ქალბატონებს 8 მარტი მოულოცა.

„ქალთა საერთაშორისო დღე და გაზაფხულის დადგომა მივულოცეთ ჩვენს ძვირფას ქალბატონებს და კიდევ ერთხელ მადლიერება და პატივისცემა გამოვხატეთ მათ მიმართ.

ჩვენს სამშობლოში ქალის როლი ისტორიულად განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ქვეყნის კულტურა და სახელმწიფოებრივი ტრადიციები.

ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებაში — მეცნიერებაში, განათლებაში, სახელმწიფო მართვაში, კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო განათლების სფეროში მოღვაწე ქალბატონები, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენი შვილების - მომავალი თაობების აღზრდას.

დღეს შევხვდი ხანდაზმულთა თავშესაფარში მცხოვრებ ქალბატონს ლუარა სარიშვილს, რომელიც 30 წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა და ახლა ოცნებად აქვს ქცეული სკოლაში დაბრუნება. ჩვენი გადაწყვეტილებით, წლების შემდეგ ღვაწლმოსილი პედაგოგი სკოლას დაუბრუნდება და მას ექნება შესაძლებლობა, ბავშვების გარემოცვაში ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792088757

ახალი ამბები

ვარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია

1792086808

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...

ირაკლი კობახიძე

1792085735

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792084456

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...

მარიამ ქვრივიშვილი

1792081777

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...

მარიამ ქვრივიშვილი