ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ეს [ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის] განცხადება, - განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ „ახლა, დროის მოგების მიზნით, უკრაინა ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე უკრაინას ევროკავშირი“.
„სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ეს [ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის] განცხადება. მანამდეც ვიხილეთ ასეთი ტიპის განცხადება პოლონეთის მაღალჩინოსნების, დანიის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ თითქოს უკრაინა მათთვის დროის მოგების საშუალებაა.
სამწუხაროდ ისინი ზუსტად იმავე სცენარს გეგმავდნენ საქართველოსთვისაც. რუსეთისთვის უფრო რთული იქნებოდა ორ ფრონტზე ყოფილიყო გაშლილი საბრძოლო მოქმედებები და აქედან გამომდინარე იყო ის წნეხი და ზეწოლა ჩვენზე, რომ „მეორე ფრონტი“ გაგვეხსნა და უფრო დაგვემძიმებინა რუსეთისთვის მდგომარეობა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1771931912
ახალი ამბებიკახა კალაძე: ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს
თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს და აცხადებს, რომ ის, რაც აღნიშნულ ქვეყანაში ხდება, სამწუხარო რეალობაა. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს ჯერ კი...
1771931081
საზოგადოებაირაკლი ზარქუა სააკაშვილზე: ჯერ ტრამპს გვინათლავდა რუსეთის აგენტად, ახლა ტექსტი შეცვალა. ხან ქართველია, ხან უკრაინელია, სასჯელს რომ მოიხდის, ალბათ თეატრში უნდა განვაწესოთ, ძალიან კარგი მსახიობია
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის სტატიას გამოეხმაურა, რომელიც გამოცემა „ჰილში“ გამოქვეყნდა. საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ვაშინგტონის ბოლოდ...
1771930569
საზოგადოებადიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ტელეკომპანია „POSTV“ სოციალურ ქსელში ირონიით პასუხობს
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებას ტელეკომპანია „POSTV“ ეხმიანება. არხმა ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ირონიით უპასუხა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილებ...
1771929403
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად - 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და დღეს - მეორედ, რადგან „იმედმა“ ხალხს ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი უკრაინული მშვიდობის ფასი აჩვენა
ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა, - ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა...
1771928980
საზოგადოება„იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას“ - „იმედი“ ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ 👇 „როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვე...



























