კახა კალაძე: დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა
„აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს. მხოლოდ არასამართლიან დამოკიდებულებას, მუქარასა და შანტაჟს ვხედავთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი ბიუროკრატების მოწოდება, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და პარტიის ლიდერები დაასანქცირონ, არის უსამართლო დამოკიდებულება.
„რამდენჯერ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ ჩვენ? ამდენი წელია ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან, აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს და არის მხოლოდ და მხოლოდ არასამართლიანი დამოკიდებულება, მუქარა, შანტაჟი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ევროპული ბიუროკრატია ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე შეიცვლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებას, დედაქალაქის მერის თქმით, არც ამ შემთხვევაში აქვთ არგუმენტი.
„ჩემთვის არაფერს ნიშნავს, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას არა. წლების წინ მახსოვს, როდესაც უცხოელი ბიუროკრატი საქართველოზე რამეს იტყოდა, რაც არ უნდა სისულელე ეთქვა, სრულ ჭეშმარიტებად ითვლებოდა. ასეთი დამოკიდებულება არსებობდა. დღეს, აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაშიც, მსოფლიოშიც.
ტელევიზიებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, არასამართლიანი დამოკიდებულებაა. სიღრმეებში თუ ჩავალთ, დავინახავთ, რომ არგუმენტი არ არსებობს. საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულება პირველად არ აქვთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე. ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც პატივს ვცემთ, თუმცა მათაც უნდა სცენ პატივი ჩვენს სუვერენიტეტს. რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1771935940
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერება სტრატეგიულ სფეროებში, რაც რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას ისახავს მიზნად
მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგიოზელ გულმანოვას, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კო...
1771935356
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება
„დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების,...
1771934312
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია „იმედის“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა
დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი...
1771932622
ახალი ამბებიგია აბაშიძე: სამარცხვინო ე.წ. სანქციებიც „პოსტივიზე“? ჩამოშლილ ბრიტანეთს ებარებოდნენ ულტრამემარცხენეები! რუსული სარგებელი და ანგარება უესტმინსტერში მოიკითხონ ფარისევლებმა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებას ეხმიანება. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სამარცხვინო ე.წ. სანქციებიც „პოსტივიზე“ არაფერს ნიშნავს...
1771931912
ახალი ამბებიკახა კალაძე: ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს
თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს და აცხადებს, რომ ის, რაც აღნიშნულ ქვეყანაში ხდება, სამწუხარო რეალობაა. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს ჯერ კი...





























