გივი მიქანაძე: ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას
მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდება რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე მომავალი სასწავლო წლისთვის მიღების პროცესი, - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, ხვალიდან მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
„ამ ჯგუფში უნივერსიტეტიდან იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი. მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროცესი იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციით განსაზღვრული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას.
ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენ ვნახავთ, რა რესურსებია, რასთან მიმართებით დაგვჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული და სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანი, გარდა პროგრამების დადარებისა, ასევე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი რჩება აკადემიური პერსონალის შენარჩუნება და ამ რესურსების სწორად გადანაწილება. თითოეული ადამიანის მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა მიქანაძემ.
1770648601
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით - ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში
მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობ...
1770647759
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: შეგვიძლია, ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში
ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინის...
1770647467
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მიმართულებით
სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მ...
1770646626
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს
ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...
1770646542
ახალი ამბებიჩაკვეტაძე სტუ-სა და თსუს არგაერთიანებაზე: ასე ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებებს საზოგადოებასთან მსჯელობის შედეგად იღებს
მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღ...































