ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს

ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შედგა ჯანსაღი დისკუსია.

„არსებობს სუბიექტური პოზიციები, ჩვენც გვქონდა ჩვენი სუბიექტური პოზიცია, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ჰქონდათ საკუთარი სუბიექტური პოზიცია, მაგრამ, რაც მთავარია, შედგა ჯანსაღი დისკუსია.

სწორედ ამის საფუძველზე შევძელით ჩვენ შეჯერება საერთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე მინდა, შეხვედრაზე წარმოდგენილ თითოეულ ადამიანს, აკადემიურ პერსონალს, პროფესორებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გადავუხადო მადლობა სწორედ იმის გამო, რომ ისინი ჯანსაღ დისკუსიაში ჩაერთნენ ჩვენთან ერთად. რაც შეეხება საჭიროებებს, რომელიც დგას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ზოგადად უმაღლესი განათლების წინაშე - საქართველოში არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა.

დღეს გვქონდა საუბარი საერთაშორისო რეიტინგებზე, ჩვენი უნივერსიტეტების რეიტინგი, თუ ავიღებთ ყველაზე სანდო შემფასებელ ორგანიზაციებს, მერყეობს, როგორც წესი, 5-დან 15 ქულამდე 100 ქულიდან, მაგალითად, იგივე აკადემიური რეპუტაციის ნაწილში. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ამას აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები.

მიზეზი იყო 90-იანი წლების კრიზისი, რამაც თავისი კვალი დაატყო უმაღლესი განათლების სისტემას და ამის შემდეგ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ძალიან მძიმე, უხეში ჩარევები განხორციელდა უმაღლესი განათლების სისტემაში. ამას ჰქონდა ღრმად პოლიტიკური მიზეზები და ასევე ღრმად იდეოლოგიური მიზეზები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, როგორც პოლიტიკური, ასევე, იდეოლოგიური მიზეზები იყო უკიდურესად მანკიერი და ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა არა სისტემის გაჯანსაღებას, არამედ პირიქით, სისტემის არასწორი მიმართულებით განვითარებას.

„მოვედით იქამდე, სადამდეც მოვედით. ჩვენ როდესაც გამოვაცხადეთ რეფორმის ინიციატივის თაობაზე, თავიდანვე ვთქვით, რომ განათლების სფერო იყო ერთ-ერთი სფერო, სადაც ყველაზე ნაკლების გაკეთება მოვახერხეთ 2012 წლის შემდეგ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და დღეს ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ უმაღლესი განათლების რეფორმას.

ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამას სჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებები და შემდეგ უკვე შინაარსობრივი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებას, სახელმძღვანელოების დახვეწას, კადრების მომზადება-გადამზადებას და ა.შ.

ყველა მიმართულებით არის ძალიან სერიოზული გამოწვევები, ეს არის ძალიან კომპლექსური რეფორმა, ამას აქვს თავისი პოლიტიკური გამოწვევები, რომლებსაც ყველა ხედავს, თუმცა ჯანსაღი მიდგომის პირობებში და სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკის პირობებში, ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

დღეს თუ განათლების ხარისხი საქართველოში არის, რბილად რომ ვთქვათ, დაბალი, შეგვიძლია, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს ხარისხი თვისებრივად ავამაღლოთ, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770648601

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით - ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში

მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობ...

ირაკლი კობახიძე

1770647759

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია, ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში

ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინის...

ირაკლი კობახიძე

1770647467

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მიმართულებით

სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მ...

ირაკლი კობახიძე

1770646575

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას

მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდ...

გივი მიქანაძე

1770646542

ახალი ამბები

ჩაკვეტაძე სტუ-სა და თსუს არგაერთიანებაზე: ასე ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებებს საზოგადოებასთან მსჯელობის შედეგად იღებს

მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღ...

გიორგი ჩაკვეტაძე