ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია, ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში
ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს აკადემიურ პერსონალზე.
„ზოგადად, ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე, ამას ხაზი გავუსვით დღევანდელ შეხვედრაზეც. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიმართულებებს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მილევად რეჟიმში რჩება და აქედან გამომდინარე, შესაბამისი აკადემიური პერსონალიც რჩება. რაც შეეხება ამ პროგრამების დასრულებას, ამის შემდეგ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე.
მთლიანობაში, საქართველოში არის დაახლოებით 6 000 პროფესორ-მასწავლებელი, რომელიც მუშაობს უმაღლესი განათლების სისტემაში, აქედან ალბათ მაქსიმუმ 1 000 არის ისეთი, ვინც მთლიანად არის, ასე ვთქვათ, დამაგრებული უმაღლეს სასწავლებლებში.
დანარჩენები, როგორც წესი, შეთავსებით, ან არასრულ განაკვეთზე მუშაობენ უნივერსიტეტებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის.
შესაბამისად, შეგვიძლია, ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში, განურჩევლად გადაადგილების შინაარსისა“,- განაცხადა პრემიერმა.
1770648601
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით - ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში
მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობ...
1770647467
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მიმართულებით
სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მ...
1770646626
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს
ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...
1770646575
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას
მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდ...
1770646542
ახალი ამბებიჩაკვეტაძე სტუ-სა და თსუს არგაერთიანებაზე: ასე ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებებს საზოგადოებასთან მსჯელობის შედეგად იღებს
მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღ...































