გივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომლის მიხედვით საქართველოში განათლების ხარისხის მიმართულებით არსებული მექანიზმები სრულ თავსებადობაშია ევროპულ სტანდარტებთან
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) გამოაქვეყნა ექსპერტების საბოლოო დასკვნა, რომლის მიხედვით საქართველოში განათლების ხარისხის მიმართულებით არსებული მექანიზმები სრულ თავსებადობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ეს გახლავთ ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმებისა და არსებული მიღწევების უმნიშვნელოვანესი აღიარება, - ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაედება საფუძვლად მიმართვას, რომელიც ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უახლოეს დღეებში წარდგენილ იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).
,,სწორედ ეს გადაწყვეტილება დაედება საფუძვლად იმ მიმართვას, რომელსაც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი წარადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში, რათა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამართლიანად აღუდგეს სტატუსი, რაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება იქნება.
უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა. ამ კუთხით ბოლო თვეების განმავლობაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე შიდა ნორმატიული აქტების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ENQA-მ დეტალურად შეისწავლა ეს ცვლილებები და განხორციელებული რეფორმები, სწორედ ამის შედეგია დღეს მიღებული დასკვნა, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიღწევების საფუძველი გახდება ,” - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
1783500781
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ხაზარაძე და ჯაფარიძე პოლიტიკაში ანაკლიის პორტის გამო მოვიდნენ, ახლა ამ პორტის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემაზე საუბრობენ, რაც ხაზს უსვამს მათ სურვილს, ქვეყანა გარე მმართველობას დაემყაროს
„არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის პორტს ვერ და არ აშენებდნენ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მათ პირობები ოცჯერ შეუცვალა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კო...
1783500052
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უნდა შევთანხმდეთ ჩვენი შეხვედრის პერიოდულობაზე, ასევე შეხვედრებს შორის სამუშაო პროცესი როგორი იქნება, როგორ იქნება კომუნიკაცია ჩვენს შორის
ბელგრადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ვიზიტი გრძელდება. საქართველოს პირველი კანონმდებელი სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარე...
1783498935
ახალი ამბებიშს სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიე...
1783498324
ახალი ამბებივარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
11 ივლისიდან მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახ...
1783498313
საზოგადოება9 ივლისიდან მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
9 ივლისიდან, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საჯარო ჩვენება მოეწყობა. ინფორმაციას თბილ...


























