მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. სომხეთის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეგობრული გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე სიმბოლური ტარიფის დაწესდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის განვითარებას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და სომხეთი აქტიურად არიან ჩართული როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ინიციატივებში.

ქართულმა მხარემ სომეხ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა სრულად ამოქმედებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობას, სომხეთიდან ტრანზიტული ტვირთების მიმოსვლას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. აღინიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება, რომლებიც აძლიერებს რეგიონულ კავშირებს და ხელს უწყობს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

მინისტრები ასევე შეეხნენ თანამშრომლობის გაღრმავებას სამოქალაქო ავიაციის სფეროში. როგორც აღინიშნა, მხარეები მიესალმებიან პირდაპირი ფრენების შესრულებას არა მხოლოდ თბილისსა და ერევანს, არამედ ორი ქვეყნის სხვა ქალაქების მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას ამ კუთხით.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ენერგეტიკის სფეროში. საუბარი წარიმართა ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების მიმართულებითაც, რომელიც ხელს შეუწყობს გადაცემის გამტარუნარიანობის ზრდას, სისტემის სტაბილურობის გაუმჯობესებას და ორმხრივი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას. ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის ურთიერთდაკავშირებული ელექტროენერგეტიკული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთში საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე, ასევე საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771586183

საზოგადოება

პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი თავისუფალია

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი [ირმა კურტანიძე] პატიმრობიდან გათავისუფლდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ბრალი სრულად აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მას საპროცესო შეთანხმება გ...

ხატია წერეთელი

1771585377

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატუ...

პროკურატურა

1771585159

ახალი ამბები

მათიკაშვილი „ნამახვანჰესის“ საქმეზე: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ცალკეული ძალები - იგივე მიხეილ სააკაშვილი, აშშ-ის მაშინდელი ელჩი კელი დეგნანი იყვნენ ჩართულნი

დაუყოვნებლივ აღსრულება არის შეჩერებული და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ ქვეყანას არ დაეკისრება ეს მძიმე ხვედრი, მძიმე გადასახადი, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი პარიზის სააპ...

დავით მათიკაშვილი

1771584194

ახალი ამბები

გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახ...

კახა კალაძე

1771583720

ახალი ამბები

დააკავეს მეწარმე, რომელიც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს ამარაგებდა თევზის კონსერვით, რომელთა ნაწილის ექსპერტიზაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა მისი ტოქსიკურობის გამო

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველო...

დააკავეს მეწარმე