ლევან მახაშვილი: ისე არ უნდა მოიქცნენ, რომ ქართველ ხალხთან მისასვლელი გზა არ ჰქონდეთ, რაც უფრო პრაგმატულად და რაციონალურად მიუდგებიან დიალოგს, მით უკეთესი ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც

„შეუძლებელია საქართველოს მოუწოდებდნენ სადმე დაბრუნებისკენ, როდესაც თავად კანონმდებლობის გვერდის ავლით ცდილობენ პოლიტიკური ფული ატრიალონ სხვადასხვა სახელმწიფოში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დეპუტატმა უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს, მათ შორის, იმას, რომ „საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას“.

„ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ იგივე, ამერიკის მაგალითზე, როდესაც დონალდ ტრამპმა დახურა USAID-ი და ყველასთვის ცხადი და ნათელი გახდა, თურმე სად მიდიოდა გადასახადების გადამხდელების ფული. იგივე ხდება ევროპის სახელმწიფოებიდანაც და რაც უფრო დიდხანს შეეცდებიან ამ თემის დამალვას, რუსული იარლიყების მიწებებას, საქართველოსკენ თითის გაშვერას, მით უფრო უარესი იქნება მათივე რეპუტაციისთვის, რადგან ადრე თუ გვიან ყველა სქემა და მანიპულაცია ცხადი იქნება.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თავი შევიკავოთ, მოვერიდოთ კრიტიკას, რადგან, ადრე თუ გვიან უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისე არ უნდა მოიქცნენ, რომ ქართველ ხალხთან მისასვლელი გზა, სალაპარაკო პირი არ ჰქონდეთ. რაც უფრო პრაგმატულად და რაციონალურად მიუდგებიან დიალოგს, მით უკეთესი ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც“, - განაცხადა მახაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760985900

ახალი ამბები

„ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა“ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ე...

მაკა ბოჭორიშვილი

1760984246

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთსა და აშშ-ს ბუდაპეშტში პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბუდაპეშტში კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერების შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ. „სამიტისთვის მზადებ...

კრემლი

1760979772

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან

„20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ამიტომ, პირველ...

ლევან მაჭავარიანი

1760977836

ახალი ამბები

ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამა-შვილია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამი...

პოლიციაპოლიცია

1760975251

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური, აზრს მოკლებული განცხადებები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ

„რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პირები აჟღერებენ სრულიად უსაფუძვლო, აბსურდულ ბრალდებებს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია იმ ადამია...

გივი მიქანაძე