მაკა ბოჭორიშვილი - ვერავინ შეგაშინებს იმით, რომ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებ, როგორც ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება შენი ქვეყნის და შენი შვილების მომავალს

„ვერავინ ვერ შეგაშინებს იმით, რომ შენ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებ, როგორც ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება შენი ქვეყნის მომავალს, შენი შვილების მომავალს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიპლომატიურ პასორტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც კი აცდენილი იყო ყველანაირ სამართლებრივ საფუძვლებს და გაუგებარია, წლის ბოლოს რა უნდა განიხილოს ევროკავშირმა და რა ჯგუფებზეა საუბარი.

„მე გამიჭირდება, კაია კალასის ნაცვლად ამ ჯგუფებზე ვისაუბრო. ჩემთვის გაუგებარია, რა ჯგუფები შეიძლება იყვნენ ესენი, ეს ერთი და მეორე, ის დიპლომატიური პასპორტებიც კი აცდენილი იყო ყველანაირ სამართლებრივ საფუძვლებს, რა ფორმითაც მოხდა ამ რეჟიმის ამოქმედება.

ჩვენ ოდესღაც აუცილებლად გვექნება შესაძლებლობა, რომ ამაზე ვისაუბროთ, რამდენად უსაფუძვლოა ეს გადაწყვეტილებაც კი, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი და გაუმართავი გადაწყვეტილება. თუმცა, პოლიტიკურ ჭრილში თუ შევხედავთ, ეს არსებობს. ჰქონდა თუ არა საფუძველი მას და გამართლებულია, მყარია თუ არ არის, ეს არსებობს და დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელები ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სამოგზაუროდ იღებენ ვიზას. ამით არ დაქცეულა ქვეყანა და არაფერი არ მომხდარა ისეთი. ძალიან ჩვეულებრივად, როდესაც მიემგზავრები იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სავიზო რეჟიმის შემოღებული, ითხოვ და იღებ ვიზას. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ამ შემთხვევაში თუ კონკრეტული ჯგუფი შეეხება ხელისუფლებას, ანუ მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მათ, ვისაც დიპლომატიური პასპორტის ფლობის უფლება აქვთ და აქვთ დიპლომატიური პასპორტები. შესაბამისად, თუ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ამ კატეგორიაზე ზეწოლისთვის სჭირდება ბრიუსელის გარკვეულ ბიუროკრატიულ ჯგუფებს ზეწოლის მექანიზმის გამოყენება, ეს უკვე ადგილზეა.

რამდენად ეფექტიანია თავიანთი მიზნების მისაღწევად, ეს შეუძლიათ თავად გაზომონ, თუმცა ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არ არის საპირწონე იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვერავინ ვერ შეგაშინებს იმით, რომ შენ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებ, როგორც ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება შენი ქვეყნის მომავალს, შენი შვილების მომავალს, რომ ამ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, შევინარჩუნოთ უსაფრთხოება და დემოკრატიული მმართველობა. როდესაც დემოკრატიულ უკუსვლაზე გესაუბრებიან, თავად უგულებელყოფას აკეთებენ დემოკრატიის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760984246

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთსა და აშშ-ს ბუდაპეშტში პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბუდაპეშტში კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერების შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ. „სამიტისთვის მზადებ...

კრემლი

1760981516

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ისე არ უნდა მოიქცნენ, რომ ქართველ ხალხთან მისასვლელი გზა არ ჰქონდეთ, რაც უფრო პრაგმატულად და რაციონალურად მიუდგებიან დიალოგს, მით უკეთესი ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც

„შეუძლებელია საქართველოს მოუწოდებდნენ სადმე დაბრუნებისკენ, როდესაც თავად კანონმდებლობის გვერდის ავლით ცდილობენ პოლიტიკური ფული ატრიალონ სხვადასხვა სახელმწიფოში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“...

ლევან მახაშვილი

1760979772

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან

„20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ამიტომ, პირველ...

ლევან მაჭავარიანი

1760977836

ახალი ამბები

ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამა-შვილია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამი...

პოლიციაპოლიცია

1760975251

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური, აზრს მოკლებული განცხადებები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ

„რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პირები აჟღერებენ სრულიად უსაფუძვლო, აბსურდულ ბრალდებებს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია იმ ადამია...

გივი მიქანაძე