Politico: კომპანია FGS Global-ის გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს
ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს, – ამის შესახებ Politico წერს და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის შედეგებს ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, გამოკითხვის მიხედვით, „ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, მათი ქვეყნების და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო“.
გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ „საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის“.
როგორც Politico აღნიშნავს, პესიმისტური განწყობა განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დაფიქსირდა. ევროპელთა უმრავლესობა, 76% აცხადებს, რომ დემოკრატია მათ ქვეყანაში დაღმასვლას განიცდის. პესიმისტური განწყობა უფრო მაღალი იყო რუმინეთში – 91%, საბერძნეთში – 88% და ბულგარეთში – 86%.
გამოცემა იუწყება, რომ თითქმის ყველა გამოკითხულ ქვეყანაში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა არასწორ გზაზეა. გამონაკლისს წარმოადგენენ პოლონეთი, ლიეტუვა და დანია. კითხვას, ეთანხმებიან თუ არა ისინი, რომ მათმა ქვეყნებმა „უფრო თავდაჯერებულად უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები, მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას შექმნის“, 71%-მა დადებითად უპასუხა.
ამასთან, კითხვას, იმსახურებს თუ არა დონალდ ტრამპი ნობელის პრემიას, გამოკითხულთა 77%-მა უარყოფითად უპასუხა.
გამოკითხვა სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანიის, FGS Global-ის მიერ 2025 წლის ნოემბერში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის 23 ქვეყნიდან 11 000-ზე მეტმა ადამიანმა. სულ მცირე, 500 ადამიანი გამოიკითხა შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი. შესაძლო ცდომილება 4,4%-ია.
1769444008
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: თუ შეიქმნება დებატების ტიპის ფორმატი, ეს „ხალხის ძალისთვის“ მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ მსჯელობას არ გავურბივართ
„იმედი მაქვს, რომ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას, იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და მოისმინოს განსხვავებული აზრები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა...
1769442591
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია, ფაქტობრივად, ყველა გამოწვევა, რომელიც სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორში ფიქსირდება
„არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება ადეკვატური რეაგირება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ფასების არა ერთჯერადი შემცირება, არამედ ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობა“, - ამის შესახებ ეკო...
1769442479
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტში შესაბამისი კვოტებით შეიქმნება ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია
სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მედიასთან ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, საგაზ...
1769440929
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი და არა ერთჯერადად ფასების შემცირების განმაპირობებელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ აქცენტი გააკეთა იმ გამოწვევებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო პროდუქტების ფასნამატზე ახდენს გავლენას და დაიდენტიფიცირე...
1769438654
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოსიპ ბრკიჩს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანა შორის არსებული ურთიერთობები...






























