„გვქონოდა იმისი ფუფუნება გვეცხოვრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის ეპოქაში...“ - ლევან მაჭავარიანი
„ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ემოციურ პოსტს ავრცელებს:
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!
ჩვენ ვართ ბედნიერები, გვქონოდა იმისი ფუფუნება გვეცხოვრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის ეპოქაში. უწმინდესის გარდაცვალებამ კვლავ ერთ მუშტად შეგვკრა ქართველები.
უფალს ვთხოვოთ მოგვცეს ძალა, რომ იმისი მეასედის გაკეთება მაინც შეგვეძლოს, რასაც ის გვასწავლიდა.
დარწმუნებული ვარ, უწმინდესის ხათრით მაინც ვეცდებით, რომ გავხდეთ იმაზე უკეთესები ვიდრე გუშინ ვიყავით“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
1773823472
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძე: არის ცნობები ილია მეორის სიონის ტაძარში შესაძლო დაკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადას...
1773823319
საზოგადოებასოზარ სუბარი: მთელი ცხოვრება იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია - სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს. ის წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთელი ცხოვრება ღმერთს,...
1773823282
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება
რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდ...
1773822455
საზოგადოებასაქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი სიტყვები ნუგეშს სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ
საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორი...
1773821405
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივუსამძიმრებ მთელს ერს, სინოდი დღეს დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოდან დღეს, სინოდის კრების შემდეგ გადაასვენებენ. „მივუსამძიმრებ მთელს ერს. ძალიან დიდი დანაკლისი და მწუხარ...


























