იმერეთში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმერეთის რეგიონში ატარებს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 30 ერთეული სპეცტექნიკა. ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში - დიმში, პირველ ობჩაში, მეორე ობჩაში, ფერსათში, როხასა და წითელხევში 1800 ჰა ტერიტორია თერმული ნისლის მეთოდოლოგიით დამუშავდა.
ღონისძიებები სოფლების გარე და შიდა პერიმეტრებზე, უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობისკენ მიგრირებული მავნებლის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიებზე მექანიკური საშუალებები გამოიყენოს.
1761300849
ახალი ამბებისაქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს. დღევანდელ პროცესს ესწრება...
1761299970
საზოგადოებასაქართველომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომას უმასპინძლა
შავი ზღვის რეგიონში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მისაღწევად ხელოვნური ინტელექტის როლის საკითხების განხილვას დაეთმო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრი...
1761299009
საზოგადოებადიმიტრი ხუნდაძე: ვიზალიბერალიზაციის საკითხი აგენტურისა და მათი პატრონების „შეიარაღებაში“ ბოლო შესაძლებლობაა, მაგრამ, საზოგადოება უკვე კარგად ხედავს ყველაფერს და ამ „გასროლასაც“ არ ექნება რადიკალებისთვის სასურველი შედეგი
პრაქტიკულად, რევოლუციის ხუთი მცდელობა იყო, რომ ძალადობრივი გზით შეცვლილიყო ის ხელისუფლება, რომელიც გარე ძალებს არ აწყობთ, რადგან არის პრინციპული და იცავს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს,...
1761297336
ახალი ამბებიკახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით: გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობები ქვეყნის გარედან არის დაფინანსებული და წახალისებული. როგორც მან დღეს ჟურნ...
1761295551
ახალი ამბებიკახა კალაძე ღარიბაშვილზე: ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას - არ არის სწორი წინასწარ საუბარი ამასთან დაკავშირებით
თბილისის მერი კახა კალაძე სამწუხაროს უწოდებს ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტს და აცხადებს, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. როგორც მან შესაბამისი შეკით...


























