იონათამიშვილი პატრიარქზე: მისი მიძინებაც ქართველობის და ქრისტიანობის საუკეთესო გაკვეთილად იქცა, ქრესტომათიულ სახელმძღვანელოდ, რომელიც თაობებს ასწავლის ერთიანობას, მადლიერებასა და სიკეთეს

1 700 წელია, რაც არსებობს ქართული სამოციქულო ეკლესია და ღვთის როგორი მადლია, რომ 1 700 წლის მერე გვყავდა პატრიარქი, რომელიც ყველაზე ეპოქალური და საყოველთაო იყო. ვინც იყო - ბავშვების საყვარელი პატრიარქ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი წერს.

„მისი მიძინებაც ქართველობის და ქრისტიანობის საუკეთესო გაკვეთილად იქცა. ქრესტომათიულ სახელმძღვანელოდ, რომელიც თაობებს ასწავლის ერთიანობას, მადლიერებასა და სიკეთეს.

ან ეს დუმილი. ასეთი მეტყველი... მგონია, რომ გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარე“ ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო 2027 წლის 22 მარტისა. თითქოს გალაკტიონმა უწმინდესის ბოლო მზიან ღამეზე დაწერა:

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...

ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით

და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით

მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე, ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე…

და მახსენდება, რომ ზუსტად 10 წლის წინ, ისევ სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა გალაკტიონს წესი აუგო. დაღუპვიდან 68 წლის მერე და უფალს შეავედრა მისი სული. იმავე დღეს მთაწმინდაზე, მის საფლავზე ჩატარდა საეკლესიო პანაშვიდიც.

ასეთი პატრიარქი გვყავდა ჩვენ - „უჟამო ჟამი“, რომელსაც თითოეულ ოჯახში თავისი გამორჩეული ადგილი ჰქონდა და ექნება სამარადჟამოდ“, - წერს იონათამიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774267592

ახალი ამბები

ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. ამ ჟესტით სხდომის მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა დ...

ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

1774264799

ახალი ამბები

ზერეკიძე: გვარამია შე ქათამო! რომელ საშვებზე ლაპარაკობ, მისვლა ვერ გაბედე, ის მილიონი ქართველი, თუ მეტი, რომელიც რიგში იდგა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად იცოდი, რომ არ მიგიღებდა - შენ და შენნაირებმა წლები აყენეთ შეურაცხყოფა ჩვენს სულიერ მამას

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლო...

გიორგი ზერეკიძე

1774263031

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“. მიხეილ ყაველაშვი...

 მიხეილ ყაველაშვილი

1774261934

საზოგადოება

გამსახურდია: ათას სიბინძურესთან ერთად, ყურში მხვდებოდა ისტერიული ბოდვა იმაზე, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე - ამ საუკუნეში, ქვეყნის ნამუსი და მორალური ავტორიტეტი ეს კაცია

ათას სიბინძურესთან ერთად, რა სიბინძურეც მოდიოდა ე.წ ოპოზიციური მედიებიდან, ყურში მხვდებოდა ეს დღეები, ისტერიული ბოდვა იმაზე, რომ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე, რატომ გამოთქვამს...

გიორგი გამსახურდია

1774261012

ახალი ამბები

პაპუაშვილი პატრიარქზე: უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით - საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება!

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პატრიარქის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით. „უფალმა ის მოავლინა მარტო...

 შალვა პაპუაშვილი