მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ილია II-ის მოღვაწეობამ ქართველი ადამიანის ერისკაცული მოვალეობა და მისი სულიერი მისია ერთ მთლიანობად შეკრა.
„სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას მეუღლესთან ერთად დავესწარი.
როგორც ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“.
ილია II-ის მოღვაწეობამ ქართველი ადამიანის ერისკაცული მოვალეობა და მისი სულიერი მისია ერთ მთლიანობად შეკრა. სწორედ ამ გზამ განსაზღვრა ჩვენი ეროვნული სახე და დაგვანახა, როგორ უნდა ვეზიაროთ უფალთან მიახლოების მადლს.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, ჩვენი პატრიარქი იყო ერის მთავარი საყრდენი. როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, მისი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. მან გვასწავლა, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია.
განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. მან დაგვაბრუნა ჩვენს ისტორიულ ფესვებთან და დაგვარწმუნა, რომ ქართველობა არ არის მხოლოდ წარსული დიდება, ის ცოცხალი, მარადიული სულიერი ენერგიაა.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო და კვლავ არის ერის გამაერთიანებელი, ჩვენი ერთიანობის უდრეკი მცველი. ეს ძალა დღეს, მისი გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით. ამ მდუმარე რიგებში, ამ სევდიან მზერაში კრთის ის უხილავი, ღვთიური ძაფი, რომელიც მისმა სიყვარულმა ჩვენ შორის გააბა.
აღვნიშნე, რომ „პატრიარქის საქართველო“, ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში.
ილია II-მ ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვცა: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა და შეგვახსენა ჩვენი ნამდვილი ბუნება, სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს.
ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც პატრიარქმა გვიანდერძა. ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ - წერს იგი.
1774258721
ახალი ამბებისუს-მა არასრულწლოვანი დააკავა, რომელმაც 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ანონიმურად დარეკა და სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შესახებ ცრუ შეტყობინება დატოვა
„მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმ...
1774256822
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ნაფიცმა მსაჯუ...
1774255516
მსოფლიოვიქტორ ორბანი: თუ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან დავიხევთ უკან
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთმა კომუნიზმის დამარცხება შეძლო და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო ააშენა, რომელიც ზელენსკისა და ბრიუსელის წინააღმდეგობასაც დ...
1774253529
სპორტი„საქართველოს ჰიმნით დაიხურა“ - საქართველომ თბილისის გრანდ სლემი 6 მედლით დაასრულა
თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ჰიმნით დაიხურა, რომელიც ირაკლი დემეტრაშვილის დამსახურებით აჟღერდა - ის მძიმე წონაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. +100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა პოლონელ...
1774250966
სპორტი„38 წლის ასაკში დადგა დრო, მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, სანაკრებო კარიერას ივნისში, რუმინეთთან მატჩით დავასრულებ“ - გურამ კაშია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ივნისში ეროვნულ გუნდში კარიერას დაასრულებს, – ამის შესახებ მან მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გან...






























