მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია
„26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას, ერთიანობასა და ძლიერ სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან საქართველო ერთდროულად აღნიშნავს როგორც დამოუკიდებლობის დღეს, ისე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს.
მინისტრმა მოქალაქეებს ორივე მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.
„26 მაისი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დღეა და უმნიშვნელოვანესია თითოეული ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ფაქტობრივად ყველა რეგიონში ვაორგანიზებთ. საზეიმო აქტივობებში მონაწილეობს ადგილობრივი ბიზნესი. მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია. გარდა ამისა, ქვეყანაში უკვე აქტიური ტურისტული სეზონია და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა ქალაქებში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურებსაც ვუმასპინძლებთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1779800006
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია - დღესაც ამ არეულობაში ჩართვის თავიდან არიდების რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების დახმარებით
„ტრენინგები არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ახლა ბლაჟევიჩია, მანამდე NDI-ის უფროსობა იყო და მენეჯმენტი. მანამდე ყველას კარგად გვახსოვს კანვასის ასე ვთქვათ ტრენინგები. ყველამ ვნახეთ და ვიხილეთ ეს ჩანა...
1779799003
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: 26 მაისი ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა
„დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო...
1779798721
ახალი ამბები2011 წლის 26 მაისის დარბევისას გარდაცვლილი სულიკო ასათიანის მეუღლე: საშინელ მდგომარეობაში იყო, ყელი გამოგლეჯილი ჰქონდა და ზედ მარლის ნაჭერი ეფარა, ვინც გააპატიოსნა, ამბობდნენ, ენა ამოგლეჯილი ჰქონდაო
„საშინელ მდგომარეობაში იყო [ცხედარი], ნაცემი და ნაიარევი, სულ „ზელიონკით“ ჰქონდა დაფარული ტანზე ყველგან - ადგილს ვერ უნახავდი. ყელი გამოგლეჯილი ჰქონდა და დაფარებული ჰქონდა ზედ მარლის ნაჭერი. მე არ მინ...
1779796223
ახალი ამბებიირაკლი ჩიქოვანი: დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას“...
1779796148
ახალი ამბებიგია აბაშიძე: სამივე ისტორიული და ღვაწლმოსილი საქართველოს ერთგული შვილია - მერაბ კოსტავა,ზვიად გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ამაზე კონვულსირებულ უჯიშოებს სწორება აქვთ, მხოლოდ, უცხოურ ვალუტაზე
„დიახ, სამივე ისტორიული და ღვაწლმოსილი საქართველოს ერთგული შვილია - მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ამაზე კონვულსირებულ უჯიშოებს სწორება აქვთ, მხოლოდ, უცხოურ ვალუტაზე“, - წერ...































