მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე
„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშესახები გახდეს ის კეთილდღეობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე 26 მაისის სადღესასწაულო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, 26 მაისი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ძლიერი სახელმწიფოს იდეის სიმბოლოა.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წელი განსაკუთრებულია, რადგან საქართველო ერთდროულად აღნიშნავს როგორც დამოუკიდებლობის დღეს, ასევე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს.
„პირველ რიგში, მინდა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე. 26 მაისი თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის გვახსენებს ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ძლიერი სახელმწიფოს იდეის მნიშვნელობას. მინდა, ჩვენს სამშობლოს ვუსურვო ეკონომიკური სიძლიერე, მტკიცე თავისუფლება და ერთიანობა.მიმაჩნია, რომ წელს განსაკუთრებული წელია, რადგან ორმაგ დღესასწაულს აღვნიშნავთ - ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. მინდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივულოცო ეს ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი და კიდევ ერთხელ ვუსურვო თითოეულ მათგანს თავისუფალ, ერთიან და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1779800769
მსოფლიოდონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის შესაბამის დოკუმენტს ქართულ მხარეს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი...
1779800006
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია - დღესაც ამ არეულობაში ჩართვის თავიდან არიდების რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების დახმარებით
„ტრენინგები არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ახლა ბლაჟევიჩია, მანამდე NDI-ის უფროსობა იყო და მენეჯმენტი. მანამდე ყველას კარგად გვახსოვს კანვასის ასე ვთქვათ ტრენინგები. ყველამ ვნახეთ და ვიხილეთ ეს ჩანა...
1779799003
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: 26 მაისი ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა
„დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო...
1779798721
ახალი ამბები2011 წლის 26 მაისის დარბევისას გარდაცვლილი სულიკო ასათიანის მეუღლე: საშინელ მდგომარეობაში იყო, ყელი გამოგლეჯილი ჰქონდა და ზედ მარლის ნაჭერი ეფარა, ვინც გააპატიოსნა, ამბობდნენ, ენა ამოგლეჯილი ჰქონდაო
„საშინელ მდგომარეობაში იყო [ცხედარი], ნაცემი და ნაიარევი, სულ „ზელიონკით“ ჰქონდა დაფარული ტანზე ყველგან - ადგილს ვერ უნახავდი. ყელი გამოგლეჯილი ჰქონდა და დაფარებული ჰქონდა ზედ მარლის ნაჭერი. მე არ მინ...
1779796223
ახალი ამბებიირაკლი ჩიქოვანი: დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას“...































