ირაკლი კირცხალია - დღესაც ამ არეულობაში ჩართვის თავიდან არიდების რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების დახმარებით

„ტრენინგები არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ახლა ბლაჟევიჩია, მანამდე NDI-ის უფროსობა იყო და მენეჯმენტი. მანამდე ყველას კარგად გვახსოვს კანვასის ასე ვთქვათ ტრენინგები. ყველამ ვნახეთ და ვიხილეთ ეს ჩანაწერები და როგორ უტიფრად დატოვეს ტრენერებმა ჩვენი ქვეყანა დიპლომატიური მანდატების მფარველობის ქვეშ ესეც ყველას კარგად გვახსოვს. გვახსოვს ბაკურიანის ცნობილი შეკრებები, აკერმანისეული შეკრებები და სწავლებები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ აგენტურაზე, აგენტურა არის მათი, როგორ გითხრათ, ყველაზე ობიექტური შეფასება. ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება ფაქტი სახეზეა, ისინი არ მალავენ. უტიფრად აღარ მალავენ არა მხოლოდ ისინი, არამედ ამ გეგმის აღმასრულებლები და შემსრულებლები, გეგმის დამწერებიც.

შეგახსენებთ იმ გეგმას, რომელიც გამოაგზავნეს აქ სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ, სადაც საუბარი იყო ბლოკირებაზე ქუჩების, სადაც საუბარი იყო ბოიკოტზე რომ თურმე დასუფთავების სამსახური უნდა გასულიყო ბოიკოტში, აფთიაქები უნდა გასულიყვნენ ბოიკოტში, ექიმები უნდა გასულიყვნენ ბოიკოტში და სრული პარალიზება და ეკონომიკური კოლაფსი უნდა მომხდარიყო ჩვენ ქვეყანაში.

გვახსოვს ის სწავლებები თუ როგორ უნდა მიეყენებინათ მძიმე ტექნიკა პარლამენტის შენობასთან და ასე შემდეგ და ნახეთ ამის შედეგები, ამის რომანტიზებები, მცდელობა პარლამენტის შენობის დაწვის, დამწვარი პოლიციელები დამტვრეული განადგურებული ინფრასტრუქტურა და ვნახეთ მერამდენეჯერ.

მეხუთეჯერ ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით როდის 2022 წლის შემდეგ და ეს არის ის თარიღი, საიდანაც იწყება ამ უბინძურესი შემოტევის, აი, ამ უბინძურესი სცენარების განვითარების ღია თავხედურად მოქმედების, აი, ამ სცენარის მიხედვით, როდესაც უკრაინა-რუსეთის სისხლისმღვრელი ომი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და როდესაც დაიწყო ის პირდაპირი და ღია ზეწოლა ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევისა, რაც ღირსეულად ავირიდეთ და დღესაც აი, ამ არეულობაში ჩართვის თავიდან არიდების რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება ჩვენი საზოგადოების დახმარებით“, - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779799003

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: 26 მაისი ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა

„დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო...

მარიამ ქვრივიშვილი

1779798721

ახალი ამბები

2011 წლის 26 მაისის დარბევისას გარდაცვლილი სულიკო ასათიანის მეუღლე: საშინელ მდგომარეობაში იყო, ყელი გამოგლეჯილი ჰქონდა და ზედ მარლის ნაჭერი ეფარა, ვინც გააპატიოსნა, ამბობდნენ, ენა ამოგლეჯილი ჰქონდაო

„საშინელ მდგომარეობაში იყო [ცხედარი], ნაცემი და ნაიარევი, სულ „ზელიონკით“ ჰქონდა დაფარული ტანზე ყველგან - ადგილს ვერ უნახავდი. ყელი გამოგლეჯილი ჰქონდა და დაფარებული ჰქონდა ზედ მარლის ნაჭერი. მე არ მინ...

 სულიკო ასათიანის მეუღლე

1779796223

ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას“...

ირაკლი ჩიქოვანი

1779796148

ახალი ამბები

გია აბაშიძე: სამივე ისტორიული და ღვაწლმოსილი საქართველოს ერთგული შვილია - მერაბ კოსტავა,ზვიად გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ამაზე კონვულსირებულ უჯიშოებს სწორება აქვთ, მხოლოდ, უცხოურ ვალუტაზე

„დიახ, სამივე ისტორიული და ღვაწლმოსილი საქართველოს ერთგული შვილია - მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ამაზე კონვულსირებულ უჯიშოებს სწორება აქვთ, მხოლოდ, უცხოურ ვალუტაზე“, - წერ...

ექსპერტი

1779796070

ახალი ამბები

რომის პაპი ლეო XIV საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

რომის პაპი ლეო XIV საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენი ეროვნული დღის აღსანიშნავად, თქვენს აღმატებულებას ვუგზავნი ჩემს მხურვალე სურვილებს თქვენი ქვეყნის კეთი...

რომის პაპი ლეო XIV