ირაკლი ჩიქოვანი: დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის ეროვნული დღესასწაული ერთიან და მრავალფეროვან, თავისუფლებისა და ღირსების იდეით შეკრულ საზოგადოებას მიულოცა. სიტყვით მიმართვისას მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო რეკრუტები, რომელთაც დღეს საქართველოსთვის დადეს ფიცი და ქართულ ჯარს შეუერთდნენ.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, წელს თავდაცვის ძალები 35 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„თავდაცვის ძალები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობებია, არამედ უპირველესად ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვაა“, - აღნიშნა მინისტრმა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს - გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს და რიგითებს, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს, დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, ვეტერანებს და ქართული ჯარის მომავალ თაობას - იუნკრებსა და კადეტებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც ქართველი ჯარისკაცების ძლიერების საფუძველია და ქედი მოიხარა დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ეროვნული გმირი - მერაბ კოსტავა გაიხსენა, რომლის დაბადების დღეც ეროვნულ დღესასწაულს ემთხვევა. „ადამიანი, რომელმაც ზვიად გამსახურდიასთან და ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ხალხთან ერთად შექმნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

„ჩვენი დამოუკიდებელი სამშობლო მის ყველა მოქალაქეს ეკუთვნის, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ის ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ისინი აუცილებლად იქნებიან ჩვენი ძლიერი, საერთო საამაყო მომავლის თანაშემოქმედნი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და სიტყვით მიმართვის ბოლოს აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღე ეკუთვნის ყველა პროფესიის წარმომადგენელს, ღვაწლმოსილ უფროს თაობას, უნიჭიერეს ახალგაზრდებსა და ემიგრანტებს, რადგან სწორედ მათი შრომა და მონდომება ქმნის საქართველოს ნათელ მომავალს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779794882

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს, თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი

„ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს და თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახ...

მამუკა მდინარაძე

1779793847

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი, ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით, ეს უნდა გავაცნობიეროთ

„არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი, ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით, ეს უნდა გავაცნობიეროთ“, - ამის შესახებ საქართველოს...

მამუკა მდინარაძე

1779792333

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, რომ შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი ეროვნული ნების, თავისუფლების სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დ...

შალვა პაპუაშვილი

1779792104

ახალი ამბები

პატრიარქი: ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს - მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას

„დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხ...

პატრიარქიპატრიარქი

1779790842

ახალი ამბები

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვია გულწრფელ მილოცვებსა და საუკე...

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო