მარიამ ქვრივიშვილი: 26 მაისი ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა

„დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი ეკონომიკა, რაც, რა თქმა უნდა, საწინდარია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლების მოედნიდან მიულოცა, სადაც 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, წლევანდელი წელი ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ორმაგი დატვირთვით: ქვეყანა დამოუკიდებლობის დღის გარდა, ასევე, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ზეიმობს.

„ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს ეს ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი. დღეს ჩვენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი უწყებები, ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციებზე ვართ განთავსებულები - ეს გახლავთ თელავი, ქუთაისი, ამბროლაური, ასევე ფოთი. ჩვენ ველოდებით და მინდა, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, მობრძანდნენ ჩვენს სივრცეებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სამინისტრო საზეიმო ღონისძიებებზე საკმაოდ საინტერესო სივრცეებით არის წარმოდგენილი - შემეცნებითი, გასართობი ბავშვებისთვის და სხვა.

„ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობაა, აღნიშნულ ლოკაციებზე საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ჩვენთან ერთად აღნიშნოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779796223

ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას“...

ირაკლი ჩიქოვანი

1779796148

ახალი ამბები

გია აბაშიძე: სამივე ისტორიული და ღვაწლმოსილი საქართველოს ერთგული შვილია - მერაბ კოსტავა,ზვიად გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ამაზე კონვულსირებულ უჯიშოებს სწორება აქვთ, მხოლოდ, უცხოურ ვალუტაზე

„დიახ, სამივე ისტორიული და ღვაწლმოსილი საქართველოს ერთგული შვილია - მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ამაზე კონვულსირებულ უჯიშოებს სწორება აქვთ, მხოლოდ, უცხოურ ვალუტაზე“, - წერ...

ექსპერტი

1779796070

ახალი ამბები

რომის პაპი ლეო XIV საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

რომის პაპი ლეო XIV საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენი ეროვნული დღის აღსანიშნავად, თქვენს აღმატებულებას ვუგზავნი ჩემს მხურვალე სურვილებს თქვენი ქვეყნის კეთი...

რომის პაპი ლეო XIV

1779794882

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს, თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი

„ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს და თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახ...

მამუკა მდინარაძე

1779793847

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი, ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით, ეს უნდა გავაცნობიეროთ

„არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი, ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით, ეს უნდა გავაცნობიეროთ“, - ამის შესახებ საქართველოს...

მამუკა მდინარაძე