ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის პოსტს მედიასთან გამოეხმაურა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ვინ არიან და ვინ გვესუაბრება დღეს დემოკრატიის და ევროპული ღირებულებების საფარ ქვეშ და ვინ არის ის დაფინანსებული აგენტურა, რომელიც ევროკავშირის დროშის ქვეშ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან დარბოდნენ.
„რა გასაკვირია, როდესაც გაშიფრული, აგენტურული ქსელი ჩვენს საზოგადოებას ბოდიშს არ მოუხდის. მნიშვნელოვანია, ქრონოლოგიურად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, თუ ვინ გვესაუბრება დემოკრატიის სახელით და რას წარმოადგენენ ე.წ. პარტიები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან არის თავის განშტოებებში გადანაწილებული სხვადასხვა სახელი და გვარი. ყველა, ვინც დღეს გვევლინება ამ აგენტურული ქსელის ე.წ. პარტიული ნაწილით, 100%-ით არიან აპელირებული იმ დავალების მიმღებებთან, ვინც გვიგეგმა და ვინც გვიწერა სცენარები.
უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში როგორმე ძირი გამოუთხარონ რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას“, - აღნიშნა კირცხალიამ.
ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“.
1788186751
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში წარმატებით ვითარდება
„თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში. ჩვენ ვახორციელებთ მსხვილ პროექტებს ენერგეტიკის, მრეწველობის, კოსმოსის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით“, - განაცხადა ვ...
1788184190
საზოგადოებაThe Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციურ დანიშნულების ადგილს უწოდებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, შავი...
1788183748
მსოფლიოNewsweek - ახალი იმპულსი აშშ-ს ურთიერთობებში
საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-სთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. 2026 წლის ივნისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DF...
1788183020
ახალი ამბებიპროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით...
1788182526
საზოგადოებაირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა. სესია 20-24 სექტემბერს გაიმართება.





























