შალვა პაპუაშვილი: როდესაც ნინო ლომჯარიას მსგავსად, რეპუტაციადაზიანებული ადამიანები არიან ამგვარი კამპანიების სათავეში, რა თქმა უნდა, თავიდანვე ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე

როდესაც ენჯეოებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ქალბატონ ლომჯარიაზე, ის როდესაც სახალხო დამცველი იყო, მან სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ყალბი ანგარიში მოამზადა და პირდაპირ მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „პოსTV” ეთერში „ენჯეოების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის მონაწილეების დაზიანებებს ეხებოდა.

როგორც პირველი კანონმდებელი აცხადებს, ნინო ლომჯარიას მსგავსად რეპუტაციადაზიანებული ადამიანების განცხადებების მოსმენისას, თავიდანვე ცხადია თუ რასთან გვაქვს საქმე.

„როდესაც „ენჯეოებზე“ ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ქალბატონ ლომჯარიაზე, ის როდესაც სახალხო დამცველი იყო, მან სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ყალბი ანგარიში მოამზადა და პირდაპირ მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვდა. ამ მოთხოვნით მან სასამართლოსაც მიმართა. უფრო მეტიც, ის მიუთითებდა, რომ მისი სამედიცინო დასკვნა არ იყო სრული, ვინაიდან მოკლე დროში ჩატარდა, თუმცა არსებობდა თვითონ მხარის დასკვნა, რომლითაც ის არ გამორიცხავდა, რომ საერთოდ სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ყოფილიყო. ამას საუბრობდა ადამიანზე, რომელსაც დღეს ვაკვირდებით, თუ, როგორ ცდილობს, რომ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი მართოს. გამოჯანმრთელდა, დემენციაც დაძლია, კახექსიაც დაძლია და ყველაფერი დაძლია, რაც აქამდე მედიცინაში დაუძლეველი იყო.

სწორედ ქალბატონი ნინო ლომჯარიას ყალბი დასკვნა იყო საბაბი ბრიუსელისთვის, რომ ევროკავშირის ელჩი გაეგზავნათ იუსტიციის მინისტრთან და მიხეილ სააკაშვილის მათთვის გადაცემა მოეთხოვათ. აი ამ ყველაფრისგან, ლომჯარიას ყალბი დასკვნიდან, ევროკავშირის ელჩის ყალბი დემარშიდან სულ, რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ სჭირდა ისეთი, რომ მისთვის სასჯელი გადაევადებინათ, ან გაეთავისუფლებინათ, ან რაიმე სხვა ზომა ყოფილიყო და პირიქით თქვა, რომ კარგად არის იქ, სადაც არის.

აი, ამ სიყალბის ავტორი, დღეს მორიგ სიყალბეს გვთავაზობს და როდესაც ასეთ რეპუტაცია დაზიანებულ ადამიანები არიან ამგვარი კამპანიების სათავეში, რა თქმა უნდა, თავიდანვე ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე.

მას შემდეგ, რაც ქალბატონმა ლომჯარიამ დატოვა სახალხო დამცველის პოსტი, დააფუძნა ენჯეო, რომელმაც მყისიერად ევროკავშირისგან დაფინანსება მიიღო. მისი თქმით ეს დაფინანსება მილიონს არ გასცდენია, მაგრამ ის რეალურ ციფრებს მალავს, რადგან მისი ორგანიზაცია უარს აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადოს მისი დაფინანსებები. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ეს არის ტიპური, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი სცენარი, პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელებისა“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766508774

სპორტი

საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ

 23 დეკემბერს, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე საუკეთესოები რვა ნომინაცია...

საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ

1766506531

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენნაირი ქვეყნისთვის სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, ჰიმნი და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი

 მოხარული ვარ, რომ წლის მიწურულს ვესწრები სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიას და საშუალება მეძლევა არა მხოლოდ იმისა, რომ შევუერთდე გულითად მილოცვებს, არამედ კიდევ ერთხელ ვილაპარაკო ქართული სპორტის მნიშ...

შალვა პაპუაშვილი

1766505596

ახალი ამბები

მაჭავარიანი მეყანწიშვილის აღიარებაზე: მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება, ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული და ეს შემთხვევაც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული და ეს შემთხვევა...

ლევან მაჭავარიანი

1766502067

ახალი ამბები

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

 საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება დღეს გამოქვეყნდა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაშ...

იტალია

1766499844

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირმა რუსეთისგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა

„პორტუგალიაში ღუმელში გამომცხვარი ვირთევზადან დაწყებული, პოლონეთში ხრაშუნა შემწვარი ვერსიით დამთავრებული, რუსული თევზი კვლავაც პოულობს გზას ევროპულ სუფრებზე იმპორტის შეზღუდვის მცდელობების მიუხედავად“,...

 თევზი შეიძინა