პაპუაშვილი: NGO სისტემამ მოგვიტანა ის, რომ საზოგადოება ჯერ დავიწროვდა „სამოქალაქო საზოგადოებამდე“, შემდეგ NGO-ებამდე, შემდეგ ითქვა, რომ NGO-ები წარმოადგენს მთელ საზოგადოებას, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი დაფინანსების გასაჯაროებაზე
ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიებს თავს მოახვია. რატომ არის ეს ბოროტება? ვინაიდან საბოლოო ჯამში, გაცხადდა - ენჯეოსისტემის, ენჯეოკრატიის მიზანი არის დემოკრატიის გაუქმება. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვნახეთ საქართველოს მაგალითზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პოსTV“ -ის ეთერში სტუმრობისას.
როგორც მან აღნიშნა, ენჯეოსისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა შექმნა.
„სახელმწიფო და ეროვნული სუვერენიტეტი გულისხმობს, რომ ხელისუფლება მომდინარეობს ხალხისგან. ხალხი აყალიბებს ხელისუფლების შტოებს და მათი მანდატით ხელისუფლების თითოეული შტო იღებს ყველა გადაწყვეტილებას - იქნება ეს კანონშემოქმედება, აღმასრულებელი გადაწყვეტილება თუ მართლმსაჯულება. რთულია, ხალხი მართო გარედან, როდესაც არ ხარ იმ ადგილობრივი კულტურის წარმომადგენელი. სწორედ ამიტომ შეიქმნა ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოების“ კონცეფცია, ანუ საზოგადოება, რომელიც არის დიდი, ფართო და რთულად სამართავი, ამის საპირწონედ შეიქმნა „სამოქალაქო საზოგადოება“, როგორც უფრო დავიწროებული ნაწილი საზოგადოებისა, გარკვეული ელიტა, რომელიც არის მთელი საზოგადოების მცირე ნაწილი, თუმცა ყველას სახელით საუბრობს.
„სამოქალაქო საზოგადოება“, როგორც ჩანს, უფრო ფართო ცნება აღმოჩნდა მართვის კუთხით და შემდეგ ის უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების დონემდე დავიწროვდა. მას შემდეგ, რაც გამჭვირვალობა სავალდებულო გახდა, დავინახეთ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის სრულად ფინანსდებიან მხოლოდ ქვეყნის გარედან, ანუ მთლიანი სექტორი არის უცხოეთიდან დაფინანსებული და მათი დავალებების, მიზნების შემსრულებლები.
საბოლოო ჯამში, ამ NGO სისტემამ მოგვიტანა ის, რომ საზოგადოება ჯერ დავიწროვდა „სამოქალაქო საზოგადოებამდე“, ითქვა, რომ „სამოქალაქო საზოგადოება“ უდრის საზოგადოებას, შემდეგ ეს კონცეფცია უკვე დავიდა არასამთავრობო ორგანიზაციებამდე. ითქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია უდრის სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო ბოლო ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა და პრემიერიც ხშირად ციტირებს ხოლმე ერთ-ერთი ელჩის პოსტს სოცმედიაში, როდესაც მან რამდენიმე NGO ხელმძღვანელი გვერდით დაიყენა და ფოტოს კომენტარად დაურთო: „ქართველი ხალხი“, ანუ საბოლოოდ ითქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენს მთელ საზოგადოებას.
აი ასე დაავიწროვეს 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის მქონე ქვეყნის საზოგადოება და დაგვიყვანეს საქართველოში მცხოვრები 3 700 000 ადამიანი (ჯამში, საქართველოს მოქალაქეობის მქონე 5 მლნ ადამიანი) 100 NGO-მდე. ეს ის 100 NGO-ა, რომელიც დღემდე უარს ამბობს გამჭვირვალობაზე და საკუთარი დაფინანსების გასაჯაროებაზე. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება საბოლოო ჯამში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუკი რომელიმე ორგანიზაცია წარმოადგენს საზოგადოების რეალურ ნაწილს, ეს არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ არჩევნებს და ირჩევენ თავმჯდომარეებს, როგორიც არის მაგალითად პროფკავშირები და ადვოკატთა ასოციაცია.
„დღეს ხშირად ვხედავთ, რომ ევროპარლამენტარები ხშირად მიმართავენ ქართველ ხალხს, თუმცა, რეალურად, ამ NGO-ებს გულისხმობენ.
სინამდვილეში ვისთან გვაქვს საქმე? ესენი არიან ორგანიზაციები, რომლებიც არავის აურჩევია, რეალურად არც წარმოადგენენ საზოგადოების ნაწილს. ნინო ლომჯარიას მაგალითი რომ განვიხილოთ, იყო სახალხო დამცველი და ვადის გასვლის შემდეგ, ყველანაირი პრეისტორიის გარეშე შექმნა NGO, რომელმაც მყისიერად მიიღო რამდენიმე მილიონიანი დაფინანსება, ისე, რომ საზოგადოების არანაირ ნაწილს არ წარმოადგენს. ახლახან იყო ადვოკატთა ასოციაციის გამგეობისა და ხელმძღვანელის არჩევნები. თუკი რომელიმე ორგანიზაცია წარმოადგენს საზოგადოების რეალურ ნაწილს, სწორედ ასეთი ორგანიზაციებია, მაგალითად, პროფკავშირები, ადვოკატთა ასოციაცია - სადაც რამდენიმე ათასი ადვოკატი შეიკრიბა, არჩევნები ჩაატარეს სამართლიანი გზით და საბოლოოდ, ხელმძღვანელიც აირჩიეს. მეორე მხრივ, ვინ აირჩია ლომჯარია? ვინ დანიშნა ხელმძღვანელად? მისმა დონორებმა. სწორედ ის არის არავის მიერ არჩეული, არავის წარმომადგენელი, რომელზე დაყრდნობითაც შემდეგ უკვე ევროპარლამენტარები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით.
ცალკე აღსანიშნავია ევროკომისრების ლეგიტიმაცია, რადგან რეალურად, არც ისინი წარმოადგენენ ხალხს, ისინიც თვითნებურად დანიშნულები არიან ამ პოზიციებზე და არა ევროკავშირის მოქალაქეების მიერ. ეს ადამიანები იმასაც კი ბედავენ, რომ ქართველი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, მაშინ, როდესაც ისინი, სავარაუდოდ, ნამყოფიც კი არ არიან საქართველოში. რამდენიმე ხნის წინ ვთქვი ქალბატონ მარტა კოსზე, რომ, ერთადერთი, შესაძლებელია ის ნამყოფი იყოს საქართველოს საჰაერო სივრცეში, რადგან გადაგვიფრინა და ერევანს და ბაქოს ესტუმრა, სადაც შავი ზღვის რეგიონზე საუბრობდა საქართველოს ხსენების გარეშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1766508774
სპორტისაქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
23 დეკემბერს, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე საუკეთესოები რვა ნომინაცია...
1766506531
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენნაირი ქვეყნისთვის სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, ჰიმნი და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი
მოხარული ვარ, რომ წლის მიწურულს ვესწრები სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიას და საშუალება მეძლევა არა მხოლოდ იმისა, რომ შევუერთდე გულითად მილოცვებს, არამედ კიდევ ერთხელ ვილაპარაკო ქართული სპორტის მნიშ...
1766505596
ახალი ამბებიმაჭავარიანი მეყანწიშვილის აღიარებაზე: მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება, ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული და ეს შემთხვევაც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული და ეს შემთხვევა...
1766502067
ახალი ამბები5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება დღეს გამოქვეყნდა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაშ...
1766499844
მსოფლიოEuractiv: ევროკავშირმა რუსეთისგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა
„პორტუგალიაში ღუმელში გამომცხვარი ვირთევზადან დაწყებული, პოლონეთში ხრაშუნა შემწვარი ვერსიით დამთავრებული, რუსული თევზი კვლავაც პოულობს გზას ევროპულ სუფრებზე იმპორტის შეზღუდვის მცდელობების მიუხედავად“,...































