ირაკლი კობახიძე - 28 ნოემბრის აქციაზე შესაძლოა, ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი
„გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი, და ეს ადამიანები, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ავანტიურისტობით და ასეთია ჩვენი რადიკალური პოლიტიკური ელიტის მთელი შემადგენლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 28 ნოემბრის აქციაზე შესაძლოა, ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა.
„რაც შეეხება გულწრფელ ადამიანებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო ძალიან ბევრი გულწრფელი ადამიანი, შეიძლება უმრავლესობაც იმ აქციაზე და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა იყო გულწრფელი, ვინც გამოვიდა 28 ნოემბერს. იგივე ეხება "გამჭვირვალობის შესახებ" კანონსაც. იქაც რეალურად, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც გამოვიდა აქციებზე, დარწმუნებული ვარ, რომ იყო გულწრფელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეცდომაში არ იყვნენ ეს ადამიანები შეყვანილი.
კიდევ ერთხელ, როდესაც აპროტესტებ ასეთ რაღაცას, რომ წელიწადში ერთხელ NGO-ებმა უნდა წარადგინონ დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროში, აქ ხომ ძალიან მარტივად შეიძლება განვსაჯოთ, რომ არაფერი რუსული ამაში არ შეიძლება იყოს. იქაც შეიყვანეს შეცდომაში ადამიანები და აქაც შეიყვანეს შეცდომაში ადამიანები, ეს არის ჩემი შეფასება. გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი და ეს ადამიანები, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ავანტიურისტობით და ასეთია ჩვენი რადიკალური პოლიტიკური ელიტის მთელი შემადგენლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
1795883276
ახალი ამბები„მამას დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“ - დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა...
1795880656
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა
„ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლ...
1795878886
ახალი ამბებიავარია კახეთში - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი
კახეთში ავარიას 35 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, 35 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა,...
1795877664
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი ევროპარლამენტარების ვიდეო მიმართვებზე: ეს არის შიდა საქმეებში პირდაპირი და ღია ჩარევა
მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ თბილისში დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ვიდეო მიმართვებზე ისაუბრა. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე...
1795876384
ახალი ამბებითამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა
„ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მეორე და ყველაზე მთავარი - ეს იყო პროვოკაცია და უპატივცემულობა ჩვენი ქვ...































