პრემიერი: პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!
„პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ ქვეყანაში 50, 100 და 150 კაცი ცენტრალურ გამზირს ვერ გადაკეტავს.
„რაც შეეხება ნულოვან თანაგრძნობას - მე ეს განცხადება არ გამიკეთებია არც 28 ნოემბრის აქციის მონაწილეების შესახებ, არც მანამდე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აქციის მონაწილეთა შესახებ. საუბარი იყო პოლიტიკურ თანაგრძნობაზე, ეს მკაფიოდ იყო იქ ხაზგასმული - პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება დღესაც იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ იმ პერიოდში, და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით. ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია? როდესაც ხედავ, რომ არ გაქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ცდილობ, რომ განახორციელო საბოტაჟი, გადაკეტო ერთი წლის განმავლობაში ცენტრალური გამზირი.
მეტი ხნის განმავლობაში იყო გადაკეტილი. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას მსოფლიოში, ვერც ერთი ქვეყნის დედაქალაქს — ვერც დემოკრატიულს და ვერც არადემოკრატიულს — სადაც ადამიანებს შეუძლიათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში 50, 100 და 150 კაცით გადაკეტონ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი. და ამაზე იყო საუბარი: როდესაც იცი, რომ არ გიმაგრებს ზურგს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და საბოტაჟს ახორციელებ შენი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმის მიმართ ვერავითარი პოლიტიკური თანაგრძნობა, ბუნებრივია, ვერ გექნება,“- აღნიშნა პრემიერმა.
1795883276
ახალი ამბები„მამას დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“ - დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა...
1795880656
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა
„ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლ...
1795878886
ახალი ამბებიავარია კახეთში - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი
კახეთში ავარიას 35 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, 35 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა,...
1795877664
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი ევროპარლამენტარების ვიდეო მიმართვებზე: ეს არის შიდა საქმეებში პირდაპირი და ღია ჩარევა
მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ თბილისში დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ვიდეო მიმართვებზე ისაუბრა. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე...
1795876384
ახალი ამბებითამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა
„ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მეორე და ყველაზე მთავარი - ეს იყო პროვოკაცია და უპატივცემულობა ჩვენი ქვ...































