ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

„4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული.

„პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება ვინც მივიდა იმ აქციაზე. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მიდიოდა დამხობის აქციაზე და ახლა გაურბიან ამ პასუხისმგებლობას. მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება უკლებლივ ყველა იმ ადამიანს, 5-7 ათასი ადამიანი იყო იქ შეკრებილი, რადგან ამ ადამიანებს სურდათ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა, რაც არ გამოუვიდათ. მორალური პასუხისმგებლობა ასეთია, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760445712

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: შარშან, არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელების შეფასებები და ვნახეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვებმა სანაგვე ყუთში გადააგდეს ეუთო/ოდირის დასკვნა

„შარშან, არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, მისიის ხელმძღვანელების შეფასებები და ვნახეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვებმა სანაგვე ყუთში გადააგდეს ეუთო/ოდირის დასკვნა“, - განაცხადა...

შალვა პაპუაშვილი

1760443828

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგ...

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

1760442717

ახალი ამბები

კახა კალაძე: გილოცავთ სვეტიცხოვლობას - ეს დღე არის ერთგვარი სიმბოლო ქართული სახელმწიფოსა და დედა ეკლესიის ერთიანობის, მისი მთლიანობის და სიმტკიცის

„გილოცავთ სვეტიცხოვლობას - ეს დღე არის ერთგვარი სიმბოლო ქართული სახელმწიფოსა და დედა ეკლესიის ერთიანობის, მისი მთლიანობის და სიმტკიცის“, - წერს დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. „გილოცავთ...

კახა კალაძე

1760440716

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველა ობიექტური შეფასებით საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, ევროკომისიის შეფასებებიც ამტკიცებს, რომ საქართველო უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას ყოველთვის უსწრებს და სხვა ქვეყნებსაც რიგ კრიტერიუმებში

„ყველა ობიექტური შეფასებით საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის და ამას ამტკიცებს ყველა ობიექტური შეფასება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 20...

შალვა პაპუაშვილი

1760439756

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, რაც აისახება კანონში, ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს

„როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის ს...

ირაკლი კობახიძე