ირაკლი კობახიძე - როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, რაც აისახება კანონში, ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს

„როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა აისახება კანონში.
„ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, მთელი საზოგადოებაა შეწუხებული, მათ შორის, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ამ არჩევნებზე. საზოგადოება არის ძალიან შეწუხებული იმით, რომ 50 კაცი ძალადობს მილიონობით ადამიანზე ჩვენს ქვეყანაში, ძალადობს მის ეკონომიკაზე. პროტესტი უნდა გამოხატონ კანონის ფარგლებში, რასაც არ აკეთებენ ისინი. როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, მეტს კი არაფერს ვამბობთ. საზოგადოება მეტს კი არაფერს ითხოვს. როცა ხარ 50, 100 ან 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა ახლა აისახება კანონში. საუბარია საერთაშორისო სტანდარტებზე. თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას, სადაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტება 100 და 150 კაცის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში, მაშინ მე დაგეთანხმებით, რომ ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტი, მაგრამ გარწმუნებთ, მათ შორის, როგორც იურისტი, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ისინი ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას, რიგგარეშე არჩევნებს, დემოკრატიული არჩევნების გამეორებას. რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე. რა იყო აბსურდი, ძალადობა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში დაგვესიზმრა ყველას? როდესაც მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვენ და 50 კაცით ქუჩას კეტავენ, აქ უნდა მივყვეთ საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესებშია სიმშვიდე, ის, რომ ქვეყანა მშვიდად განვითარდეს და სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
1760451046
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტზე: ძალიან მოხარულები ვართ. მაღალი დონის შეხვედრები იქნება
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის საქართველოში ვი...
1760450976
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: „ქართულ ოცნებას“ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული და ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს
„ქართულ ოცნებას“ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული და ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია...
1760449371
საზოგადოებაირაკლი მეზურნიშვილმა ბელგრადში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
14 ოქტომბერს სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის რიგით 65-ე სხდომა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონა...
1760446883
ახალი ამბებიპროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქე...
1760446229
ახალი ამბებიპროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მომხდარი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატა...