ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ამ კონტექსტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლს. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში უმასპინძლოს კომისიის მომდევნო სხდომას.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს გლობალურ და რეგიონულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის.

შეხვედრისას საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და მათ როლს დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას;

აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.

დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს ხელი.

ასევე, გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.

დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779107299

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის, ზიზღის წაქეზება ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ თავის ხელში აიღოს ამისთვის ხელის შეშლა

უნდა გავიაზროთ, რომ სიძულვილის ენა, ზიზღი და დაპირისპირების შემოტანა, რომელსაც განსაკუთრებით ვხედავთ სოციალურ მედიაში, ვინაიდან აქვს ფართო წვდომა ადამიანების გონებამდე, არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხ...

შალვა პაპუაშვილი

1779105140

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში

საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

 ირაკლი კობახიძე

1779104663

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა - „მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის - ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს ჭაო ლეძის შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინ...

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

1779101167

ახალი ამბები

ღუდუშაური შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნაზე: ინიციატივა არის დროული და აუცილებელი, ეს არის არა სიძულვილის ენა სინამდვილეში, ეს არის კლასიკური გაგებით ჩვეულებრივი ტერორი

„ინიციატივა არის დროული და აუცილებელი. ეს არის არა სიძულვილის ენა სინამდვილეში, ეს არის კლასიკური გაგებით ჩვეულებრივი ტერორი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა შსს-ში სპეციალ...

ალუდა

1779100957

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის მონაწილე ლიდერებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირე...

პრემიერ-მინისტრი