შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა - „მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის - ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს ჭაო ლეძის შეხვდა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატება.
შალვა პაპუაშვილმა ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დაადასტურა „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ საქართველოს ერთგულება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მხარდაჭერა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საპარლამენტო დიპლომატიას. ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.
მხარეებმა დაადასტურეს საპარლამენტო კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა, მათ შორის, საპარლამენტო ადმინისტრაციებს, დარგობრივ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარების გზით.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, თანამედროვე ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების სექტორებში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს 4 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ-ერთია, რასაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის ინვესტიციებს საქართველოში. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამშენებლო პროექტებში.
განიხილეს ტურიზმის სექტორში თანამშრომლობაც. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდასა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალზე. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ შუა დერეფანი, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ტრადიციული ჩრდილოეთის დერეფნის ყველაზე ეფექტიანი ალტერნატივაა.
მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ჩინურმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთვის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზაობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.
1779099725
ახალი ამბებიგია ვოლსკი: დანია ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელიც ასეთი ხისტი მიდგომებით უსწორდება მომიტინგეებს - ეს ევროპისთვის აღარ არის სიახლე
„დანია ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელიც ასეთი ხისტი მიდგომებით უსწორდება მომიტინგეებს. გასაგებია, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო - მაგრამ ასეთი დაუნდობელი მეთოდებით, როგორიცაა ძაღლების გამ...
1779097734
ახალი ამბებიკახა კალაძე: ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე ელჩი გამოვა, დაგმობს ან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს აქციის დაშლაზე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დაშლას გმობდნენ, დანიაში განვითარებული მოვლენების შესახებ არანაირ კომე...
1779096023
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩვენ ვიბრძვით ევროპული მომავლისა და ღირებულებებისთვის, ხოლო ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებით არის დაპატიმრებული. როგორც მან...
1779095688
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი, დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარე...
1779094151
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი: დროა, სამუდამოდ გაივლოს მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვას შორის, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს დაუსჯელად გინებას, მუქარას და ადამიანების მორალურ განადგურებას
ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „შსს-ში შეიქმნება...































