ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში

საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეფორმების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ გააძლიერა ინსტიტუციური კოორდინაცია ცენტრალური მთავრობის სისტემაში შემავალი სპეციალიზებული სააგენტოს მეშვეობით.

„საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი წარმოადგენს საბინაო და ურბანული განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს, უზრუნველყოფს სივრცის ჰარმონიულ ინტეგრაციას, რაც ჩვენს ერთგულებაზე მეტყველებს დაბალანსებული და მდგრადი განვითარების იდეისადმი ქვეყნის ყველა რეგიონში.

ამ რეფორმების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, გავაძლიერეთ ინსტიტუციური კოორდინაცია ცენტრალური მთავრობის სისტემაში შემავალი სპეციალიზებული სააგენტოს მეშვეობით. ეს მექანიზმი მხარს უჭერს გრძელვადიან დაგეგმვას და ხელს უწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ურბანული ტრანსფორმაცია წარიმართოს სტრატეგიული ხედვით, უწყვეტობითა და ეფექტური მმართველობით.

ამავდროულად ვაღიარებთ, რომ მდგრადი ქალაქი არ განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურით. ის უნდა რეაგირებდეს სოციალურ რეალობაზეც, დემოგრაფიულ ცვლილებებსა და ახალ გარემოსდაცვით გამოწვევებზეც. თანამედროვე ურბანული მდგრადობა მოითხოვს ხელმისაწვდომ საჯარო სერვისებს, მდგრად მობილობას, კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებულ სივრცით მოწყობასა და პოლიტიკას, რომელიც აუმჯობესებს ყველა თემის ცხოვრების ხარისხს“, - განაცხადა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779106779

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა დ...

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

1779104663

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა - „მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის - ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს ჭაო ლეძის შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინ...

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

1779101167

ახალი ამბები

ღუდუშაური შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნაზე: ინიციატივა არის დროული და აუცილებელი, ეს არის არა სიძულვილის ენა სინამდვილეში, ეს არის კლასიკური გაგებით ჩვეულებრივი ტერორი

„ინიციატივა არის დროული და აუცილებელი. ეს არის არა სიძულვილის ენა სინამდვილეში, ეს არის კლასიკური გაგებით ჩვეულებრივი ტერორი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა შსს-ში სპეციალ...

ალუდა

1779100957

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის მონაწილე ლიდერებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირე...

პრემიერ-მინისტრი

1779099725

ახალი ამბები

გია ვოლსკი: დანია ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელიც ასეთი ხისტი მიდგომებით უსწორდება მომიტინგეებს - ეს ევროპისთვის აღარ არის სიახლე

„დანია ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელიც ასეთი ხისტი მიდგომებით უსწორდება მომიტინგეებს. გასაგებია, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო - მაგრამ ასეთი დაუნდობელი მეთოდებით, როგორიცაა ძაღლების გამ...

გია ვოლსკი