ირაკლი კობახიძე - აზერბაიჯანს ჰყავს ძალიან ღირსეული ლიდერი, პრეზიდენტი ალიევი და ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან

„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან. არის, რა თქმა უნდა, გარკვეული საკითხები, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია და რაზეც შესაჯერებელია პოზიციები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ასეთი საკვანძო საკითხი არის დავით გარეჯის თემა.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას, ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ყველა ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. აზერბაიჯანს ჰყავს ძალიან ღირსეული ლიდერი, პრეზიდენტი ბატონი ალიევი, და ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან. არის, რა თქმა უნდა, გარკვეული საკითხები, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია და რაზეც შესაჯერებელია პოზიციები. ერთ-ერთი ასეთი არის, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი — დავით გარეჯის საკითხი. აქაც მემკვიდრეობა დაგვხვდა ძალიან მძიმე.

თქვენ გახსოვთ წინა ხელისუფლების განცხადებები დავით გარეჯთან დაკავშირებით, პირდაპირ სააკაშვილის განცხადება შეგიძლიათ ამოიღოთ, სადაც საუბრობს იმაზე, რომ სტრატეგიული სიმაღლე არის აზერბაიჯანის, და აქ პირდაპირ იგულისხმება ჩიჩხიტური, რაზეც ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს. თუმცა ეს არის საკითხი, რაზეც გვჭირდება მოლაპარაკებები. რაც შეეხება ქურმუხში წირვის აღდგენას — ეს მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პირველად ჩატარდა წირვა ქურმუხის ტაძარში ჩვენი ხელისუფლების პირობებში. აქ იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, გაუგებრობები, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს არის როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ინტერესებში, და მე ვფიქრობ, რომ აქაც არის შესაძლებელი პოზიციების შეჯერება,“ - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795885120

ახალი ამბები

პრემიერი - დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან

„2024 წლის ბოლომდე, 3 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ხელისუფლების გადატრიალების სამი მცდელობა და ამ სამიდან ორი იყო ძალადობრივი, ერთი იყო არაძალადობრივი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტ...

ირაკლი კობახიძე

1795883276

ახალი ამბები

„მამას დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“ - დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა...

პროკურატურა

1795880656

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა

„ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლ...

ზაალ ანჯაფარიძე

1795878886

ახალი ამბები

ავარია კახეთში - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

კახეთში ავარიას 35 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  ძლიერი შეჯახების შედეგად, 35 წლის  კაცი ადგილზე გარდაიცვალა,...

ყვითელი ლენტი

1795877664

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი ევროპარლამენტარების ვიდეო მიმართვებზე: ეს არის შიდა საქმეებში პირდაპირი და ღია ჩარევა

მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ თბილისში დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ვიდეო მიმართვებზე ისაუბრა. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე...

მარიამ ლაშხი