ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამბიციური მიზანია, 2028 წლისთვის მივაღწიოთ 8 000 მგვტ მაჩვენებელს, ხოლო 2030 წლისთვის მივაღწიოთ 10 000 მგვტ-ს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით

„ჩვენი ამბიციური მიზანია, 2028 წლისთვის მივაღწიოთ 8 000 მგვტ მაჩვენებელს, ხოლო 2030 წლისთვის მივაღწიოთ 10 000 მგვტ-ს, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორი პოლიტიკა და მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიც არის „ხუდონის“, „ნენსკრას“, „ნამახვანის“ პროექტები.
„ამ მიმართულებით განსაკუთრებული გამოწვევა იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური საბოტაჟი. ამ ეკონომიკურ საბოტაჟში სხვადასხვა სუბიექტი იყო ჩართული. მათ შორის, უცხოური დაფინანსებითაც კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აწარმოებდნენ საბოტაჟს ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის პირდაპირი გაგებითაც.
ქვეყანას უწევს კონკრეტული პროექტის შემთხვევაში ათეულობით მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურება სწორედ ამ ეკონომიკური საბოტაჟიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მაშინ არ ჰქონდა სახელმწიფოს საკმარისი რესურსი, რომ დაპირისპირებოდა ამგვარ საბოტაჟს, თუმცა დღეს სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი, მათ შორის ასეთი მსხვილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან”, - განაცხადა პრემიერმა.
1758191171
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე FARA-ს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე: თუ უილსონთან ფოტოს გადაღება და ერთი პოსტი მილიონებად ფასობს, წარმოიდგინეთ, რა თანხები იხდებოდა ბორელის, კუბილიუსის, ევროპარლამენტარებისა და ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებებში?!
წარმოიდგინეთ მასშტაბები – რა თანხებს ხარჯავდა ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები უცხოეთში ლობიზმში?! ჯო უილსონი დღეს პოსტებით „ჟონგლიორობს“, ხოლო სადღაც უცხოურ პრესაში იწერება, თითქოს სააკაშვილი...
1758190444
ახალი ამბებიპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელ...
1758189300
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია...
1758189057
ახალი ამბებიგეკა გელაძე ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა. შსს-ს ინფორმაციით, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანე...
1758185197
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს ქვეყნის უშიშროებას
„რაც გეკა გელაძე გახდა შს მინისტრი, მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია ამ მოკლე ვადაში, მამუკა მდინარაძეზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელ...