ლევან მაჭავარიანი: ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს ქვეყნის უშიშროებას

„რაც გეკა გელაძე გახდა შს მინისტრი, მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია ამ მოკლე ვადაში, მამუკა მდინარაძეზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს ქვეყნის უშიშროებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ გეკა გელაძე წარმატებით გააგრძელებს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლას.
„რაც გეკა გელაძე გახდა შს მინისტრი, მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია ამ მოკლე ვადაში, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი რეალიზატორია დაკავებული.
მე არ მგონია, რომელიმე ქვეყნის შს მინისტრს ასეთი მაგარი დებიუტი ჰქონოდა თავის თანამდებობაზე. ვუსურვებ, ასე გააგრძელოს და დარწმუნებული ვარ, ასე გააგრძელებს.
ბატონი მდინარაძე გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანტიკორუფციულიც იცით, რომ ამ უწყებაში შედის და მამუკა მდინარაძეზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, თუმცა ბევრი ქვეყანა ისურვებდა, ასეთი მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს ქვეყნის უშიშროებას, თავისი კორუფციული მიმართულებით და ა.შ.“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1758142550
მსოფლიოევროკავშირი: „ზაპად-2025“-ის წვრთნები რუსეთის მშვიდობისკენ სწრაფვაზე არ მიუთითებს
ევროკავშირმა განაცხადა, რომ აკვირდება რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებს „ზაპად-2025“-ს და მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის მშვიდობისთვის მზადყოფნის არარსებობას ადასტურებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ს...
1758140243
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: მთავარი პრინციპი, რაც „ქართულ ოცნებას“ გვაქვს, ვიბრძვით იმისთვის, რაც არის ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერასდროს იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა
მთავარი საფუძველი და პრინციპი, რაც „ქართულ ოცნებას“ გვაქვს, რომ ჩვენ ვაკეთებთ და ვიბრძვით ყველაფერი იმისთვის, რაც არის ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერასდროს ვერ იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარ...
1758139368
სპორტიხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ გაუტანა
ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის პირველი ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ბერგამოს „ატალანტას“ კარში გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. აღნიშნული გოლი ქართ...
1758138203
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საიუბილეო მეათე არჩევნებში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ „სახელოვნად“ დამარცხდება
ის ვიცი ნამდვილად, რომ დაუმრგვალდებათ დამარცხებების რაოდენობა - საიუბილეო მეათე არჩევნებში „სახელოვნად“ ( მათივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ) დამარცხდება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა გად...
1758137029
ახალი ამბებიგია ვოლსკი: არ არსებობს დღეს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება იყოს პრორუსული, არსებობს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს იმისკენ, რომ ომში ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ, რაც ნგრევას გამოიწვევს და ეს პრორუსულობას არ ნიშნავს
არის ერთი საკითხი, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა - რეალობაში არ არსებობს დღეს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება იყოს პრორუსული. არსებობს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება მიმართული იყო...