პრემიერი - ენერგეტიკოსებს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სისტემის განვითარებისთვის გაკეთებული საქმეებისთვის, რასაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში

„ენერგეტიკოსებს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მინდა, გადაგიხადოთ მადლობა ყველა იმ საქმისთვის, რაც გაკეთებული გაქვთ ჩვენი ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სისტემის განვითარებისთვის, რასაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ენერგეტიკული სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება და ხელისუფლებას ამ მიმართულებით ამბიციური მიზნები აქვს.

„დღეს, ჩვენ ვართ ენგურჰესზე, რომელიც არის არამარტო ჩვენი ენერგეტიკული სისტემის, არამედ ჩვენი ქვეყნის სიამაყე და ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განვითარებაში, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართველმა ენერგეტიკოსებმა. მათ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ დღევანდელ დღეს. ზოგადად, ენერგეტიკა ყოველთვის ასახავდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მდგომარეობას და ქვეყნის განვითარების მდგომარეობას. ყველას გვახსოვს 90-იანი წლების კრიზისი, რომელიც პირდაპირ აისახა ენერგეტიკის მდგომარეობაზე, თუმცა მაშინაც, იმ უმძიმეს წლებსა და პერიოდში ენერგეტიკოსების შრომამ და თავდადებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენს ხალხს ეს კრიზისი იმაზე მსუბუქად გამოევლო, ვიდრე შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ამისათვის ქართველ ენერგეტიკოსებს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ქართველი ენერგეტიკოსები ქმნით ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შეგაქვთ უდიდესი წვლილი ეკონომიკისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ეს სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება. 2012 წლის შემდეგ გაიზარდა ენერგეტიკის გამომუშავება, თვისებრივი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით, აშენდა ახალი ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები, მზისა და ქარის სადგურები. სტატისტიკას რაც შეეხება, 2004-2012 წლებში, სულ 150 მგვტ შეემატა, დაახლოებით, ენერგეტიკულ სისტემას, მაშინ როცა, ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ 1000 მგვტ-ს აღემატება. 3 359 მგვტ დადგმული სიმძლავრიდან ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი დაახლოებით 4 600-მდე. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები შემდეგი წლებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758189300

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია...

ცესკოს თავმჯდომარე

1758189057

ახალი ამბები

გეკა გელაძე ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა. შსს-ს ინფორმაციით, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანე...

გეკა გელაძე

1758185197

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს ქვეყნის უშიშროებას

„რაც გეკა გელაძე გახდა შს მინისტრი, მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია ამ მოკლე ვადაში, მამუკა მდინარაძეზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელ...

ლევან მაჭავარიანი

1758184359

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ორ პირს ასევე წარედგინა ბრალდება...

პროკურატურა

1758184198

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: ყველამ დავინახეთ, უკვე მერამდენედ, რომ ამ პროტესტისა თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა გულწრფელი ფაქტები, არამედ ფინანსები

„ყველამ დავინახეთ, უკვე მერამდენედ, რომ ამ პროტესტისა თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა გულწრფელი ფაქტები, არამედ ფინანსები“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ინფორმაცი...

ლევან მახაშვილი