ლევან მაჭავარიანი მოძრაობა „ანტიფაზე“: ბატონი ტრამპის გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია, ძალიან ბევრი დაფიქრდება იმ საშიშროებაზე, რომელიც მოდის რეალურად ფსევდოლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებისგან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ში მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გადაწყვეტილებას მიესალმება.
„სამწუხაროდ, საქართველოშიც ანალოგიური იდეოლოგიის ჯგუფები გვყავს, რომლებიც ზუსტად ანალოგიური ფაშისტური ქცევებით გამოირჩევიან და ფაშისტური მეთოდებით მოქმედებენ. ეს ძალიან სამწუხაროა. შესაბამისად, ბატონი ტრამპის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი დაფიქრდება იმ საშიშროებაზე, რომელიც მოდის რეალურად ფსევდოლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებისგან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ულტრამემარცხენე ანტიფაშისტურ მოძრაობას „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს.
1758191171
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე FARA-ს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე: თუ უილსონთან ფოტოს გადაღება და ერთი პოსტი მილიონებად ფასობს, წარმოიდგინეთ, რა თანხები იხდებოდა ბორელის, კუბილიუსის, ევროპარლამენტარებისა და ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებებში?!
წარმოიდგინეთ მასშტაბები – რა თანხებს ხარჯავდა ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები უცხოეთში ლობიზმში?! ჯო უილსონი დღეს პოსტებით „ჟონგლიორობს“, ხოლო სადღაც უცხოურ პრესაში იწერება, თითქოს სააკაშვილი...
1758190444
ახალი ამბებიპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელ...
1758189300
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია...
1758189057
ახალი ამბებიგეკა გელაძე ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა. შსს-ს ინფორმაციით, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანე...
1758185197
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს ქვეყნის უშიშროებას
„რაც გეკა გელაძე გახდა შს მინისტრი, მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია ამ მოკლე ვადაში, მამუკა მდინარაძეზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელ...