ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 34 000 -ზე მეტი წევრი განახორციელებს, საიდანაც 25 800-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი.

„აქვე, მინდა შეგახსენოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე მათ უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე.

მინდა, მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღნიშნული პრინციპების, მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვა ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ, ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

არჩევნები საერთო საქმეა, და პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების ადმინისტრირებას. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მათი დაცვისკენ, იმისათვის რომ მივცეთ ჩართულ მხარეებს საქმიანობის განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758185197

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს ქვეყნის უშიშროებას

„რაც გეკა გელაძე გახდა შს მინისტრი, მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია ამ მოკლე ვადაში, მამუკა მდინარაძეზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელ...

ლევან მაჭავარიანი

1758184359

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ორ პირს ასევე წარედგინა ბრალდება...

პროკურატურა

1758184198

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: ყველამ დავინახეთ, უკვე მერამდენედ, რომ ამ პროტესტისა თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა გულწრფელი ფაქტები, არამედ ფინანსები

„ყველამ დავინახეთ, უკვე მერამდენედ, რომ ამ პროტესტისა თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა გულწრფელი ფაქტები, არამედ ფინანსები“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ინფორმაცი...

ლევან მახაშვილი

1758177555

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მივიღებთ კანონს, რომელიც კიდევ ერთი პრევენციული ხასიათის იქნება, ვიღაც თუ ფიქრობს, კორუფციული სქემით ფულს იშოვის, რამდენიმე წელს მოიხდის, გამოვა და დიდი ქონება დახვდება, ამის საშუალებას არ მივცემთ

 „ინდულგენცია არც ყოფილი თანამდებობის პირობა არ არის და არც ამჟამინდელი თანამდებობის პირობა არ არის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტა...

ლევან მაჭავარიანი

1758142550

მსოფლიო

ევროკავშირი: „ზაპად-2025“-ის წვრთნები რუსეთის მშვიდობისკენ სწრაფვაზე არ მიუთითებს

ევროკავშირმა განაცხადა, რომ აკვირდება რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებს „ზაპად-2025“-ს და მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის მშვიდობისთვის მზადყოფნის არარსებობას ადასტურებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ს...

ზოგადი