„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი: ვიდრე ანა ბუჩუკური საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც მან არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა, სპეციალური განცხადებით ეხმაურება:
„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გუნდის სახელით მინდა, გამოვეხმაურო პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც მან ჩვენი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა.
პირველ რიგში, კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ანა ბუჩუკური ავლენს არხის საინფორმაციო სამსახურის მიმართ. სამწუხაროდ, ეს არ არის ტელეკომპანიაზე, არხის წამყვანებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა.
მიუხედავად ამისა, ჩვენი არხის ეთერი ყოველთვის ღია იყო ამ პარტიის წარმომადგენლებისთვის, ისინი მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკურ „თოქ შოუში“, ასევე მათი მოსაზრებები მუდმივად შუქდებოდა საინფორმაციო გამოშვებებში.
ქალბატონი ბუჩუკურის დღევანდელი განცხადება ვეღარ დარჩება რეაგირების გარეშე. არხის სახელით ვაცხადებ, რომ ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს, გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი ჩვენი არხის პოლიტიკურ გადაცემებში.
სამწუხაროდ, ცალკეული აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სისტემატური სახე მიიღო. მე, არხის დირექტორი და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან“, - აცხადებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე.
ცნობისთვის, ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს: „გუშინ სუსის ფილიალის, „რუსთავი 2“-ის თანამშრომელს, ქალბატონ ნინო შუბლაძეს ეთერში ნაწყენს უთქვამს, რომ თურმე ჩემზე გაბრაზებულია და რომ თურმე ჟურნალისტებთან ქცევა არ ვიცი.
ამ ფრაზაში ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ქ-ნი შუბლაძე საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს. არა, ქალბატონო ნინო. თქვენ ჟურნალისტი არ ხართ. თქვენ პირადად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური იყავით - ადამიანებს რომ აწამებდნენ, ზუსტად მაგ დროს. დღეს ივანიშვილის რეჟიმის მსახური ხართ. ხვალ იმას მოემსახურებით, ვინც მეტს გადაგიხდით. ეს არ არის ჟურნალისტობა.
სხვათა შორის, ეს სტატუსი ნინო შუბლაძეზე საერთოდ არ არის - ამ შემთხვევაში ეს ერთი ინდივიდი უბრალოდ მაგალითია პროფესია „მსახურის”.
მე არ ვიცი, რატომ და როგორ მივედით იქამდე, რომ ეს ფენომენი საზოგადოებაში ნორმალიზდა…“.
1758193817
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი ამბიციური მიზანია, 2028 წლისთვის მივაღწიოთ 8 000 მგვტ მაჩვენებელს, ხოლო 2030 წლისთვის მივაღწიოთ 10 000 მგვტ-ს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით
„ჩვენი ამბიციური მიზანია, 2028 წლისთვის მივაღწიოთ 8 000 მგვტ მაჩვენებელს, ხოლო 2030 წლისთვის მივაღწიოთ 10 000 მგვტ-ს, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტ...
1758191524
ახალი ამბებიპრემიერი - ენერგეტიკოსებს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სისტემის განვითარებისთვის გაკეთებული საქმეებისთვის, რასაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში
„ენერგეტიკოსებს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მინდა, გადაგიხადოთ მადლობა ყველა იმ საქმისთვის, რაც გაკეთებული გაქვთ ჩვენი ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სისტემის განვითარებისთვის, რასაც, თავის მხრივ, ძალია...
1758191171
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე FARA-ს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე: თუ უილსონთან ფოტოს გადაღება და ერთი პოსტი მილიონებად ფასობს, წარმოიდგინეთ, რა თანხები იხდებოდა ბორელის, კუბილიუსის, ევროპარლამენტარებისა და ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებებში?!
წარმოიდგინეთ მასშტაბები – რა თანხებს ხარჯავდა ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები უცხოეთში ლობიზმში?! ჯო უილსონი დღეს პოსტებით „ჟონგლიორობს“, ხოლო სადღაც უცხოურ პრესაში იწერება, თითქოს სააკაშვილი...
1758190444
ახალი ამბებიპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელ...
1758189300
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია...