ზურაბ ქადაგიძე FARA-ს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე: თუ უილსონთან ფოტოს გადაღება და ერთი პოსტი მილიონებად ფასობს, წარმოიდგინეთ, რა თანხები იხდებოდა ბორელის, კუბილიუსის, ევროპარლამენტარებისა და ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებებში?!

წარმოიდგინეთ მასშტაბები – რა თანხებს ხარჯავდა ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები უცხოეთში ლობიზმში?! ჯო უილსონი დღეს პოსტებით „ჟონგლიორობს“, ხოლო სადღაც უცხოურ პრესაში იწერება, თითქოს სააკაშვილი „მოკლეს“ და დემოკრატია საფრთხეშიაო. ახლა დაფიქრდით: ოფიციალურად, დოკუმენტებით დადასტურებულად, რამდენი უჯდებათ მსგავსი „ლუზერების„ დაქირავება? - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე FARA-ს მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციას.
ქადაგიძის თქმით, როდესაც ამხელა თანხებს უხდის „ნაციონალური მოძრაობა“ ლობიზმში ჯო უილსონს მხოლოდ პოსტებისთვის და ფოტოებისთვის ეს ყოველივე აჩენს ეჭვს, თუ რამდენად დიდი თანხებია დახარჯული უფრო მაღალი დონის პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებში.
„ფარაზე“, ლობიზმზე და მოღალატე ქართველებზე ბევრი ითქვა და კიდევ ბევრს დაწერენ, მაგრამ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი მინდა შეგახსენოთ: წარმოიდგინეთ მასშტაბები – რა თანხებს ხარჯავდა ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები უცხოეთში ლობიზმში?! ჯო უილსონი დღეს პოსტებით „ჟონგლიორობს“, ხოლო სადღაც უცხოურ პრესაში იწერება, თითქოს სააკაშვილი „მოკლეს“ და დემოკრატია საფრთხეშიაო.
ახლა დაფიქრდით: ოფიციალურად, დოკუმენტებით დადასტურებულად, რამდენი უჯდებათ მსგავსი „ლუზერების“ დაქირავება? თუ უილსონთან ფოტოს გადაღება და ერთი პოსტი მილიონებად ფასობს, წარმოიდგინეთ, რა თანხები იხდებოდა ბორელის, კუბილიუსის, ევროპარლამენტარებისა და ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებებში?! გახსოვდეთ, რომ კოლოსალური შავი ფული იხარჯებოდა წლების განმავლობაში – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჯერ სასამართლოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია, მერე „არა რუსულ კანონს“, ბოლოს – „არა რუსულ მთავრობას“.
ეს ყველაფერი ერთ სქემაში ჯდება: უცხოეთის გავლენის აგენტები მუდმივად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს. და მაინც – ამ ზეწოლას საქართველომ განსაკუთრებით 2022 წლიდან გაუძლო, როცა ღია კონფრონტაცია დაიწყო და როცა აშკარად გამოჩნდა, ვინ დგას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
დღეს კი, სახელმწიფოს მკაცრი სამართლებრივი ძალისხმევითა და საზოგადოების მაქსიმალური სიფხიზლით, სრულიად იდენტიფიცირებულია უცხოეთის გავლენის აგენტურა საქართველოში. შესაბამისად - ექსტრემიზმს არავინ აფინანსებინებს ქვეყნის შიგნით და ერთადერთი გზა დარჩენიათ - ქვეყნის გარეთ იწანწალონ დახმარების ძიებაში!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.
1758189300
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია...
1758189057
ახალი ამბებიგეკა გელაძე ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა. შსს-ს ინფორმაციით, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანე...
1758185197
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს ქვეყნის უშიშროებას
„რაც გეკა გელაძე გახდა შს მინისტრი, მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია ამ მოკლე ვადაში, მამუკა მდინარაძეზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელ...
1758184359
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ორ პირს ასევე წარედგინა ბრალდება...
1758184198
ახალი ამბებილევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: ყველამ დავინახეთ, უკვე მერამდენედ, რომ ამ პროტესტისა თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა გულწრფელი ფაქტები, არამედ ფინანსები
„ყველამ დავინახეთ, უკვე მერამდენედ, რომ ამ პროტესტისა თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა გულწრფელი ფაქტები, არამედ ფინანსები“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ინფორმაცი...