ირაკლი კობახიძე: ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის - ლარისადმი, რაც ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს

„ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის - ლარისადმი, რაც ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოში განთავსებული ანაბრების უმეტესობა ლარშია, ასე არ იყო 2025 წელს.

„ამ მიღწევას მჭიდროდ უჭერს მხარს ძლიერი ფინანსური სექტორი, რომელიც ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს და უზრუნველყოფს სტაბილურობას და ფინანსებზე წვდომას. დღეს სექტორი 19 ბანკისგან შედგება, მათ შორისაა 3 ციფრული და 2 მიკრო ბანკი. ისინი კაპიტალისა და ლიკვიდურობის მყარ პოზიციებს ინარჩუნებენ; აქტივების ხარისხიც მაღალი რჩება, რაც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.

ეს წინსვლა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზეც აისახება, სადაც წამყვანი ქართული ბანკების აქციებია განთავსებული. ამჟამად, ერთ-ერთი წამყვანი ქართული ბანკი შეუერთდა ფასიანი ქაღალდების FTSE (ანუ Financial Times Stock Exchange) ინდექსის პირველ ასეულს, რომელშიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული 100 უმსხვილესი კომპანია შედის. ამავდროულად, საშუალო ზომის ბანკებიც გამართულად მუშაობენ და ფინანსური მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობენ მომხმარებლებს.

ქართული ბანკები სტაბილურად ფართოვდებიან რეგიონში და თავიანთ გეოგრაფიულ არეალს აფართოებენ. ეს აძლიერებს რეგიონული დაკავშირებადობის უნარს და სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტად ღრმა ფინანსური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774588970

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ბრიტანეთი იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს სამართლიანობას

„ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არანაირ სამართლიანობას“, - განუცხად...

გია ვოლსკი

1774587967

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელს შეხვდა

მიმდინარე წლის 26 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხ...

მაკა ბოჭორიშვილი

1774586999

სპორტი

ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა - ბერულავა-მეტელკინას წყვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს. მო...

ბერულავა-მეტელკინა

1774558550

ახალი ამბები

ავარია წალენჯიხაში - დაშავებულია 6 ადამიანი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯგალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...

ააა

1774557726

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ - თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული

ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ - თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომა...

შალვა პაპუაშვილი