პრემიერი: დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ, როგორც ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასევე ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების ფართო სპექტრის მხრიდან

დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ, როგორც ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასევე ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების ფართო სპექტრის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო გამჭვირვალე და მოქნილია.

„დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს მატებას საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ, როგორც ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასევე ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების ფართო სპექტრის მხრიდან. ამას აძლიერებს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის უწყვეტი ძალისხმევა კონკურენციის ხელშეწყობის, ინოვაციების წახალისებისა და ფინანსური ეკოსისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო გამჭვირვალე და მოქნილია; ის მჭიდროდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, ის ხელს უწყობს ინოვაციებს, ახალი მოთამაშეებისთვის ამცირებს ბაზარზე შესვლის ბარიერებს და ფინანსურ სტაბილურობას იცავს.

ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზირების ფორმატების ფართო სპექტრი შემოიღო, რაც მიზნად ისახავს ინოვაციების მხარდაჭერას და ფინანსური მომსახურების გაფართოებას. მათ შორისაა მიკრობანკის ჩარჩო და ციფრული ბანკების ლიცენზირება. გარდა ამისა, შეიქმნა ვირტუალური აქტივების მომსახურების მიმწოდებლებისთვის განკუთვნილი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფინანსური ტექნოლოგიებისა და ბაზრის მონაწილეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველოს კაპიტალის ბაზრებიც ვითარდება.

„საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველოს კაპიტალის ბაზრებიც ვითარდება. იზრდება ინტერესი როგორც სახელმწიფო, ისე კორპორატიული ობლიგაციების მიმართ, რაც ხელს უწყობს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას. ერთად, ეს ძალისხმევა აყალიბებს უფრო დინამიურ, კონკურენტუნარიან და მომავალზე ორიენტირებულ ფინანსურ ეკოსისტემას, ხსნის ახალ შესაძლებლობებს ინვესტიციების მდგრადი ზრდისთვის.

საქართველო რჩება ღია ეკონომიკად, მზად არის, გააღრმაოს კავშირები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უფრო ძლიერი თანამშრომლობისა და ახალი შესაძლებლობების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია პრაქტიკულ გზებს შემოგთავაზებთ და საბანკო სექტორის სამომავლო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774588970

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ბრიტანეთი იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს სამართლიანობას

„ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არანაირ სამართლიანობას“, - განუცხად...

გია ვოლსკი

1774587967

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელს შეხვდა

მიმდინარე წლის 26 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხ...

მაკა ბოჭორიშვილი

1774586999

სპორტი

ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა - ბერულავა-მეტელკინას წყვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს. მო...

ბერულავა-მეტელკინა

1774558550

ახალი ამბები

ავარია წალენჯიხაში - დაშავებულია 6 ადამიანი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯგალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...

ააა

1774557726

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ - თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული

ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ - თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომა...

შალვა პაპუაშვილი