„სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ფიზიკურად იძალადა და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა“ - მცხეთის პოლიციამ ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ - 1974 წელს დაბადებულ პ.დ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ფიზიკურად იძალადა მასზე და ასევე, ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა.
სამართალდამცველებმა ზ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 137-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.
1774591398
ახალი ამბებიპრემიერი: დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ, როგორც ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასევე ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების ფართო სპექტრის მხრიდან
დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ, როგორც ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასევე ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების ფართო სპექტრის მხრ...
1774590768
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის - ლარისადმი, რაც ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს
„ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის - ლარისადმი, რაც ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...
1774588970
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ბრიტანეთი იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს სამართლიანობას
„ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არანაირ სამართლიანობას“, - განუცხად...
1774587967
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელს შეხვდა
მიმდინარე წლის 26 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხ...
1774586999
სპორტიისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა - ბერულავა-მეტელკინას წყვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს. მო...































