ირაკლი კობახიძე: მიგრაციაზე ხშირად მანიპულირებენ ციფრებით, აღწერით, მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან 93,4%, რჩება 6,6%, საიდანაც ბევრის მოქალაქეობის საკითხი უბრალოდ დასაზუსტებელია

მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით და 10%-ს ასახელებენ, როდესაც საქართველოში უცხოელების სტატისტიკაზე საუბრობენ, საქსტატის აღწერით, საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან 93,4%, რჩება 6,6%, საიდანაც ბევრის მოქალაქეობის საკითხი უბრალოდ დასაზუსტებელია, ესენი არ არიან აპრიორი უცხოელი მოქალაქეები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, ინტერესის შემთხვევაში მიგრაციასთან დაკავშირებით დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია სხვა ინტერპელაციის ფარგლებში გაუზიაროს.

„რეალურად, საქსტატმა დაასრულა საყოველთაო აღწერის პროცესი, თუმცა ჯერ დასაზუსტებელია ჩაშლილი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები ადამიანების მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ერთი, რაც განაცხადა დღემდე საქსტატმა, არის, რომ საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან მინიმუმ 93,4%. რჩება 6,6%, საიდანაც ბევრის მოქალაქეობის საკითხი უბრალოდ დასაზუსტებელია. ესენი არ არიან აპრიორი უცხოელი მოქალაქეები, უბრალოდ, მათი დიდი ნაწილის მოქალაქეობის საკითხი დასაზუსტებელია. რაც შეეხება გადანაწილებას, ძირითადი ინფორმაცია, რაც უხეშად შეგვიძლია გაგიზიაროთ, არის ის, რომ გვყავს დაახლოებით 37 ათასი სტუდენტი, აქედან უდიდესი უმრავლესობა არიან ინდოელები და ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ცალკე ინტერპელაცია დავგეგმოთ. ასევე არის 25 ათასი უკრაინელი ლტოლვილი, რომელიც შეიფარა ჩვენმა ქვეყანამ. არიან სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ. მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და მათი წვლილიც არის იმაში, რომ საქართველოში ეს სექტორი განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის წინსვლაში. ერთადერთი სფერო, სადაც გავამარტივეთ ბინადრობის ნებართვების აღება, არის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ამ სექტორის განვითარებისთვის და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უცხოელი მოქალაქეების ისეთი სეგმენტი, რომლებსაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის არავითარი პრობლემების შექმნა არ შეუძლიათ და ეს ყველაფერი არის დაზღვეული. თუ დეტალური ინფორმაცია იქნება საჭირო საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგვიძლია, ცალკე ინტერპელაცია დავუთმოთ ამ საკითხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების წვლილი, მხოლოდ სამედიცინო ნაწილში საქართველოს ეკონომიკაში გასულ წელს მილიარდ 200 მილიონი ლარი იყო, რაც პატარა მაჩვენებელი არ არის და მზადყოფნა გამოთქვა, დეპუტატებს ამ თემაზე უფრო დეტალური ინფორმაცია გაუზიაროს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764147615

ახალი ამბები

პრემიერი: კრწანისის ტყე-პარკი ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია „იგლ ჰილსი“

„იგლ ჰილსის“ პროექტის ფარგლებში არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1764147247

ახალი ამბები

პრემიერი: სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას Eagle Hills-ის სასარგებლოდ, ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება

საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის, Eagle Hills-ის სასარგებლოდ, - განაცხადა საქა...

ირაკლი კობახიძე

1764146492

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში

Emaar/Eagle Hills-ი არის ე.წ. დუბაის სასწაულის შემოქმედი, სწორედ Emaar-ის და Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, რამდენჯერმე გაიზარდა დუბაის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკო...

ირაკლი კობახიძ

1764145273

ახალი ამბები

LIVE - პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დაიწყო. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესის ფარგლებში იმყოფება. უმაღლესი განათლების რეფორმა, 6,5-მილიარდიან უპრეცედენტო ინვესტიცია და „იგლ...

ირაკლი კობახიძე

1764142836

საზოგადოება

მარკ რუტე: სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას

„სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტ...

მარკ რუტე