პრემიერი: Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი, როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული მაღალი დონის საინვესტიციო გარემო
Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული მაღალი დონის საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შესვლას ამა თუ იმ სახელმწიფოში.
„ჩემთვის პატივია, წარვდგე თქვენს წინაშე ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში და გავცე პასუხი იმ აქტუალურ შეკითხვებს, რომელიც დაკავშირებულია ორ მნიშვნელოვან თემასთან. ამ თემების მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ფორმატშიც გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობის საშუალება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეკითხვის ავტორებს ამ ორი თემის წინ წამოწევისთვის. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას, რომ დისკუსიის ფარგლებშიც, ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ ორივე საკითხთან დაკავშირებით. შევეცდები, მაქსიმალურად ამომწურავად გავცე პასუხი თითოეულ დასმულ შეკითხვას.
პირველ რიგში, შევეხები თემას, რომელთან დაკავშირებითაც გაშლილია ფართო პოლიტიკური დისკუსია. ერთი შეკითხვის ფარგლებშია დასმული რამდენიმე ქვეშეკითხვაც, რომელსაც სათითაოდ გავცემ პასუხს.
რაც შეეხება ხელშეკრულების არსს და შინაარსს, ხელშეკრულებას ჰყავს ორი მხარე - ეს არის საქართველოს მთავრობა, ქართული სახელმწიფო და მეორე მხარეს არის კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიაა. საქართველოს მთავრობის, სახელმწიფოს წილი საერთო კომპანიაში არის 33,3%, ხოლო Eagle Hills-ის წილი არის 66,7%. რაც შეეხება ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაციას, ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. ამ კომპანიას უწუნებენ რეპუტაციას, თუმცა ამ თემის შესახებ მე ხშირად მისაუბრია უცხოელ ბიზნესმენებთან, პოტენციურ ინვესტორებთან და ყველა გამოხატავს განსაკუთრებულ ინტერესს ამ ინვესტიციის მიმართ. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შესვლას ამა თუ იმ სახელმწიფოში. ამას აქვს კონკრეტული მიზეზი - როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული მაღალი დონის საინვესტიციო გარემო. შესაბამისად, Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.
1764142836
საზოგადოებამარკ რუტე: სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას
„სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტ...
1764142769
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხარისხზე დაფუძნებული განათლების რეფორმა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება უმაღლეს განათლებაში
მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხარისხზე დაფუძნებული განათლების რეფორმა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება უმაღლეს განათლებაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების...
1764142037
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან განათლების გარეშე შეუძლებელია მიჰყვეს საქართველო პროგრესს და განვითარებას, რაც საერთაშორისო დონეზე არსებობს
განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან განათლების გარეშე შეუძლებელია მიჰყვეს საქართველო პროგრესს და განვითარებას, რაც საერთაშორისო დონეზე არსებობს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა...
1764140287
ახალი ამბები„ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა“ - თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.თ. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმე...
1764139979
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთში მოქმედი ე.წ. „ბარიშ ბოიუნის“ კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1999 წელს დაბადებული ს.თ და...



























