რატი იონათამიშვილი: განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან განათლების გარეშე შეუძლებელია მიჰყვეს საქართველო პროგრესს და განვითარებას, რაც საერთაშორისო დონეზე არსებობს

განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან განათლების გარეშე შეუძლებელია მიჰყვეს საქართველო პროგრესს და განვითარებას, რაც საერთაშორისო დონეზე არსებობს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განათლების რეფორმაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია განათლების ყველა დონეზე ზრუნვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების რეფორმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის მიმართ კრიტიკულ კომენტარებზეც.

„რაც უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო შიშვლდება ოპოზიციის რეალური სახე. ჩვენ ვხედავთ ქსენოფობიას და ისტერიას მათი მხრიდან მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებული და ძლიერი სახელმწიფოები არიან დაინტერესებული, რომ მათ ქვეყნებში მსგავსი ინვესტიციები ხორციელდებოდეს. ამით საქართველომ არაერთ ქვეყანას გადაასწრო. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალის და შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ასეთი ინვესტიციები ხორციელდება, ეს არის დამატებითი ბუსტი იმისთვის, რომ სხვა საინვესტიციო მსხვილი ჯგუფებიც დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და ნიშნავს იმას, რომ სტაბილურობა და მშვიდობა გარანტირებული იქნება ქვეყანაში“,- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ირაკლი კობახიძე კანონმდებლების წინაშე ორი ძირითადი საკითხით წარდგება, რომლებიც უმაღლესი განათლების რეფორმას, 6,5-მილიარდიან უპრეცედენტო ინვესტიციას და „იგლ ჰილსთან“ ერთად განსახორციელებელ პროექტს შეეხება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764133905

საზოგადოება

მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი დღეს გახდება ცნობილი

სასამართლოს უპატივცემულობის, კერძოდ, მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი დღეს გახდება ცნობილი. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული. შეგახსენებთ, რომ მიმდინ...

 ნიკა მელია

1764133226

საზოგადოება

დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს

დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ირაკლი კობახიძე კანონმდებლების წინაშე ორი ძირითადი საკითხით წარდგება, რომლებიც უმაღლესი განათლების რეფორმას, 6,5-მილიარდიან უპრეცედენტო ი...

ირაკლი კობახიძე

1764101229

მსოფლიო

ტრამპი: მოუთმენლად ველი ზელენსკისა და პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება იქნება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში

 მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება იქნება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა...

დონალდ ტრამპი

1764099430

საზოგადოება

ალექსანდრე დარახველიძე: გადავხედეთ იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს, გზებზე დაშავებასა და გარდაცვალებას - სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები კანონში

 გადავხედეთ იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს, გზებზე დაშავებასა და გარდაცვალებას - სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები [კანონში], - განაცხა...

ალექსანდრე დარახველიძე

1764097247

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: პასუხისმგებლობა არის იმ დონორებზე, რომლებიც ასე უხვად აფინანსებენ შესაბამის კამპანიებს, შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ მართული პროცესებით საქართველოში დაძაბონ სიტუაცია

 პასუხისმგებლობა არის იმ დონორებზე, რომლებიც ასე უხვად აფინანსებენ შესაბამის კამპანიებს, შესაბამის ორგანიზაციებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თო...

თორნიკე ჭეიშვილი