პრემიერი: არის თემები, რაზედაც არ უნდა ისპეკულირო მაშინაც კი, როცა ხარ „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“, ან „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი, იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი
EAGLE HILLS-ის პროექტთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად იციან - იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.
მისივე თქმით, არის რაღაც თემები, რაზედაც არ უნდა ისპეკულირო, მაშინაც კი, როდესაც ხარ „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“, ან „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი.
„როდესაც იცი, რომ ასრულებ დაკვეთას და ამ დაკვეთის მიზანია, საქართველოს ეკონომიკას დააკლდეს 11 მლრდ ლარი, ამ დაკვეთის მიზანია, ბიუჯეტს დააკლდეს წელიწადში 700 მლნ ლარი, როცა იცი, რომ ამ დაკვეთის მიზანია, არ შეიქმნას საქართველოში 24 000 დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, ამავდროულად, როცა იცი, რომ რეალურად არავითარი არაბული ქალაქები ქვეყანაში არ შენდება, უბრალოდ არ უნდა იკადრო სპეკულაცია. არის რაღაცები, სადაც, „ნაცი“, „ლელო“ და „ალტ ინფო“ რომ ხარ, მაშინაც კი არ უნდა იკადრო სპეკულაციები, თუმცა ვხედავთ, როგორია ამ ადამიანების მორალი.
მათი ერთ-ერთი აქტივისტი. ე.წ. ჟურნალისტი გამოდიოდა ეთერში და ასეთი რაღაც თქვა, რომ შეიძლება სისულელე იყოსო, მაგრამ როდესაც ხედავ, რაღაც თემა რთულია ხელისუფლებისთვის, ბოლომდე უნდა გამოიყენოო. ესაა ამ ადამიანების მორალი. ყველაფერი ძალიან კარგად იციან - იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, იციან, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, იციან, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი,“- განაცხადა პრემიერმა.
1764147247
ახალი ამბებიპრემიერი: სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას Eagle Hills-ის სასარგებლოდ, ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება
საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის, Eagle Hills-ის სასარგებლოდ, - განაცხადა საქა...
1764146492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში
Emaar/Eagle Hills-ი არის ე.წ. დუბაის სასწაულის შემოქმედი, სწორედ Emaar-ის და Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, რამდენჯერმე გაიზარდა დუბაის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკო...
1764145273
ახალი ამბებიLIVE - პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დაიწყო. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესის ფარგლებში იმყოფება. უმაღლესი განათლების რეფორმა, 6,5-მილიარდიან უპრეცედენტო ინვესტიცია და „იგლ...
1764142836
საზოგადოებამარკ რუტე: სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას
„სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტ...
1764142769
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხარისხზე დაფუძნებული განათლების რეფორმა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება უმაღლეს განათლებაში
მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხარისხზე დაფუძნებული განათლების რეფორმა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება უმაღლეს განათლებაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების...




























