საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი და სოციოლოგიური, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. დოკუმენტი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

„ანგარიშის მიხედვით სულ დამუშავდა 902 ინფორმაცია. ყოველდღიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვების და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა დაინტერესებული მხარეების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის, მისი ხელმძღვანელი პირებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა, დეზინფორმაციული, მანიპულაციური და იმიჯის შემლახავი განცხადებები. დამუშავებული ინფორმაციიდან 143 იყო დეზინფორმაცია, 128 მანიპულაცია, 8 კი იმიჯის შემლახავი. მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გამავრცელებლები ძირითადად იყვნენ ცალკეული მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო აქტორები.

საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ დაინტერესებული პირები კამპანიურად, იდენტური, დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელებით ცდილობდნენ ცესკოსა და მისი ხელმძღვანელების დისკრედიტაციას. მსგავსი რიტორიკა სავარაუდოდ მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ცესკოს ხელმძღვანელი პირების მიმართ საზოგადოებაში არასწორი აღქმების გაჩენა/დამკვიდრებას, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯის დაზიანების მცდელობით, მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით უნდობლობის გამოწვევის მცდელობას.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციული ნარატივების გასავრცელებლად დაინტერესებული მხარეები იყენებდნენ ერთსა და იმავე სქემატურ მოდელს. კერძოდ, დეზინფორმაციის ტალღა უმეტესად იწყებოდა კონკრეტული აქტორის მიერ სოციალურ ქსელში კონკრეტულ საკითხზე გამოქვეყნებული არასწორი და მანიპულაციური შინაარსის განცხადების გამოქვეყნებით. შემდგომ კი თემის განვრცობა და ინტერპრეტირება ხდებოდა ცალკეული მედიასაშუალებებით, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების საშუალებით. აღნიშნული განპირობებული იყო არა ობიექტური შეფასებით, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციებით საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით.

მოცემულ საანგარიშო პერიოდში საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობისკენ. ზემოთ აღნიშნული აქტორების სავარაუდო მიზანს წარმოადგენდა 4 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მიმართ უნდობლობის გაჩენა.

ცხადია, რომ დეზინფორმაციული კამპანიები ქმნის რისკს, არჩევნების მიმართ ნდობის ხელოვნურად შემცირებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საინფორმაციო გარემოს მიზანმიმართული მანიპულირება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც საჭიროებს მუდმივ მონიტორინგსა და სათანადო რეაგირებას, რათა საზოგადოებას მიეწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია.

სწორედ ამ მიზნით, საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს ახორციელებს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს დროული და შესაბამისი რეაგირება და საზოგადოებას მიეწოდოს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია“, - აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.

ანგარიში იხილეთ ბმულზე 👇

https://cesko.ge/static/file/202511260025-iii-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98-geo-2025.pdf

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764145273

ახალი ამბები

LIVE - პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დაიწყო. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესის ფარგლებში იმყოფება. უმაღლესი განათლების რეფორმა, 6,5-მილიარდიან უპრეცედენტო ინვესტიცია და „იგლ...

ირაკლი კობახიძე

1764142836

საზოგადოება

მარკ რუტე: სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას

„სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტ...

მარკ რუტე

1764142769

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხარისხზე დაფუძნებული განათლების რეფორმა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება უმაღლეს განათლებაში

მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხარისხზე დაფუძნებული განათლების რეფორმა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება უმაღლეს განათლებაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების...

მარიამ ლაშხი

1764142037

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან განათლების გარეშე შეუძლებელია მიჰყვეს საქართველო პროგრესს და განვითარებას, რაც საერთაშორისო დონეზე არსებობს

განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან განათლების გარეშე შეუძლებელია მიჰყვეს საქართველო პროგრესს და განვითარებას, რაც საერთაშორისო დონეზე არსებობს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა...

 რატი იონათამიშვილი

1764140287

ახალი ამბები

„ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა“ - თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.თ. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმე...

1 პირი დააკავეს