მარკ რუტე: სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას
„სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში.
კითხვაზე - რუსეთს სურს თავიდან აიცილოს უკრაინის ნატოში გაწევრიანება მომავალში. განა კიევსა და ნატოს არ აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ? - ნატოს გენერალურმა მდივანმა უპასუხა:
რუსეთს არ აქვს არც ხმა და არც ვეტო იმაზე, თუ ვინ შეიძლება გახდეს ნატოს წევრი. თუმცა, ალიანსის შიგნით, წევრობა მოითხოვს ერთსულოვნებას. ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის გზა ნატოსკენ შეუქცევადია. ამავდროულად, სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის გაწევრიანებას. როდესაც თქვენ სამშვიდობო გეგმას უყურებთ და გსურთ უზრუნველყოთ, რომ პუტინი აღარასოდეს ეცადოს უკრაინაზე თავდასხმას, თუ ნატოს წევრობა არ არის ვარიანტი, ჩვენ უნდა მივაწოდოთ, სულ მცირე, საკმარისად ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, რათა რუსეთმა ეს აღარასოდეს სცადოს.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე - მაგრამ უკრაინისთვის კარი მაინც ღია დარჩება? - მარკ რუტემ უპასუხა:
1949 წლის ვაშინგტონის ხელშეკრულება ნებისმიერ ევროატლანტიკურ ზონაში მყოფ ქვეყანას აძლევს შეერთების უფლებას. მაგრამ მოკავშირეებს შორის ერთსულოვნების გარეშე ეს შეუძლებელია.
1764137133
საზოგადოებაჭიათურაში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 3 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაც...
1764135190
საზოგადოებააშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრ...
1764133905
საზოგადოებამოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი დღეს გახდება ცნობილი
სასამართლოს უპატივცემულობის, კერძოდ, მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი დღეს გახდება ცნობილი. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული. შეგახსენებთ, რომ მიმდინ...
1764133226
საზოგადოებადღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს
დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ირაკლი კობახიძე კანონმდებლების წინაშე ორი ძირითადი საკითხით წარდგება, რომლებიც უმაღლესი განათლების რეფორმას, 6,5-მილიარდიან უპრეცედენტო ი...
1764101229
მსოფლიოტრამპი: მოუთმენლად ველი ზელენსკისა და პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება იქნება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში
მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება იქნება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა...



























