ირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში
Emaar/Eagle Hills-ი არის ე.წ. დუბაის სასწაულის შემოქმედი, სწორედ Emaar-ის და Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, რამდენჯერმე გაიზარდა დუბაის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკონომიკური პოტენციალიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც.
„საუბარია ასეთი ტიპის კომპანიაზე, რომელსაც ძალიან მძიმე, მათ შორის ბიზნესწარსულის და პოლიტიკური წარსულის ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას. საზოგადოებისთვის, ალბათ, ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით. როდესაც გაივლით დუბაის ცენტრში, ნახავთ, რომ სწორედ ამ კომპანიის აშენებულია შენობების დაახლოებით 80%. მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა. გასაგებია, როგორიც არის ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაცია, თუმცა აქაც კი ახერხებენ ამ საინვესტიციო პროექტის ოპონენტები, რეპუტაცია დაუწუნონ კომპანია Emaar-ს და Eagle Hills-ს. გარდა იმისა, რომ ეს კომპანია არის დუბაის სასწაულის უშუალო შემოქმედი, მას წარმატებით აქვს განხორციელებული პროექტები არაერთ სხვა ქვეყანაში და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1764138746
საზოგადოებავატიკანი: ქორწინება არის მთელი ცხოვრების განმავლობაში ვალდებულება ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს შორის
ახალი დადგენილებით, რომელიც პაპმა ლეომ დაამტკიცა, ვატიკანის უმაღლესმა დოქტრინალურმა სამსახურმა მსოფლიოს კათოლიკეებს ამცნო, რომ მათ უნდა ეცადონ ერთ მეუღლეზე დაქორწინებას მთელი ცხოვრების განმავლობაში და...
1764138574
მსოფლიოPolitico: ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება სურს, რა შეთანხმებაც არ უნდა იყოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერ ფასად შეაჩეროს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. „პოლიტიკოს“ ცნობით, ტრამპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინაში ომის დასრულე...
1764137133
საზოგადოებაჭიათურაში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 3 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაც...
1764135190
საზოგადოებააშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრ...
1764133905
საზოგადოებამოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი დღეს გახდება ცნობილი
სასამართლოს უპატივცემულობის, კერძოდ, მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი დღეს გახდება ცნობილი. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული. შეგახსენებთ, რომ მიმდინ...



























