ირაკლი კობახიძე: ომის საფრთხე არსად წასულა, დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისთვის

„რაც შეეხება ომის საფრთხეს - არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს საფრთხე არსად წასულა. გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითაც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს - ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც. ამ გეგმაში კი, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც ეს ომის დაწყების მომენტში იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის“.

„უფრო მეტიც, შესაძლოა ეს საკითხი ახლა კიდევ უფრო პრინციპულია გლობალური ომის პარტიისთვის. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის. უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის - ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას, რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს და გაძლიერდეს, ის პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია ერთი მხრივ, ევროპის და მეორე მხრივ, რუსეთის დასუსტებასთან, რა თქმა უნდა, ეს პროცესები ასეთი შედეგით დასრულდება. ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ შეიარაღებაზე მშპ-ს 5% დაიხარჯება, რაც ამ ქვეყნების ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. გლობალური ომის პარტიის მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევს, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო ზრდის კონტინენტზე საომარი ესკალაციის საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ევროკავშირის ეკონომიკის მდგომარეობას და სოციალურ ფონს. ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752828291

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროპელი ბიუროკრატების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაყენებული ყველა პირობა, პრაქტიკულად, დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან

„ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის მზად ვართ, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე

1752826913

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დად...

დაკავეა

1752824886

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს

„სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალურ ო...

ირაკლი კობახიძე

1752824558

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე სრულიად უსაფუძვლო თავდასხმებმა იმდენად მასშტაბური ხასიათი შეიძინა, რომ, როგორც ქართველ ხალხთან ანგარიშვალდებული, ასევე,...

ირაკლი კობახიძე

1752823518

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მ...

მარიამ ქვრივიშვილი