შალვა პაპუაშვილი: კარგად გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნას ეხმაურება და განმარტავს, რა არის ქართული კანონის არსი.
„კარგად რომ გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა.
რა არის „ოჯახური ღირებულებების" შესახებ ქართული კანონის არსი:
▪️კაცი ვერ გახდება ქალი და ქალი ვერ გახდება კაცი. სქესი ბიოლოგიური მოცემულობაა და არა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი.
▪️სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ კაცს და ქალს შორის ქორწინებას.
▪️პირადობის მოწმობაში მიეთითება მხოლოდ ბიოლოგიური სქესი, და არა პირის ფანტაზიის ნაყოფი.
▪️არ დაიშვება ბაღებში, სკოლებში, მასმედიით ლგბტ და ინცესტის პროპაგანდა.
რატომ მოითხოვს ბრიუსელი "ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონის სრულად გაუქმებას:▪️კაცს უნდა შეეძლოს გახდეს ქალი და ქალს უნდა შეეძლოს გახდეს კაცი. სქესი არა ბიოლოგიური მოცემულობით, არამედ ადამიანის სურვილით უნდა იყოს.▪️სახელმწიფომ უნდა დაუშვას კაცს და კაცს, ქალს და ქალს შორის ქორწინება.▪️პირადობის მოწმობაში უნდა მიეთითოს ის სქესი, რომელსაც ადამიანი მოისურვებს.▪️დაშვებული უნდა იყოს ბაღებში, სკოლებში, მასმედიაში ლგბტ და ინცესტის პროპაგანდა", - წერს პაპუაშვილი და აზიარებს გადაცემა „იმედი LIVE“-დან ფრაგმენტს, სადაც იგი აღნიშნულ საკითხზე საუბრობს.
1752840702
ახალი ამბებიშსს: ბათუმში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ბათუმში მომხდარი სროლის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხო...
1752839411
ახალი ამბებიბათუმში სროლა იყო
ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო. როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი. თვითმხილეველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. შემთხვევის ადგილზე...
1752838797
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: რადიკალები უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ
„რადიკალები უპრინციპოები და უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ცესკოო, მეორე წუთში ცესკოში მიცუნცულდნენ, ნომერი შეგვინახეთო“, – ამ...
1752836837
ახალი ამბებისინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს. ჰაერ...
1752836745
ახალი ამბებისახელმწიფოსგან მოტყუებით მიიღეს 826 815 ლარი - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 12 წევრი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუ...